ულტიმატუმი ევროვიზიას — ქვეყნები ბოიკოტით იმუქრებიან, თუ ისრაელი კონკურსზე დარჩება
ფოტო: Jens Büttner / Getty Images
1-ელ სექტემბერს ევროვიზიის ახალმა სეზონმა ოფიციალურად აიღო სტარტი — ამიერიდან გამოსულ ნებისმიერ სიმღერას მომდევნო წლის კონკურსზე მონაწილეობის უფლება აქვს. 2026 წლის ევროფესტივალისთვის სამზადისი კი ავსტრიაში უკვე დაიწყო. აგვისტოში შევიტყვეთ, რომ რიგით 70-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კვლავაც ვენა უმასპინძლებს. საგანგებოდ საიუბილეო ღონისძიებისთვის შეიცვალა ლოგოც. თუმცა, ევროვიზია 2026-ს შეიძლება არაერთი ქვეყანა გამოეთიშოს; კონკურსის რამდენიმე რეგულარულმა მონაწილემ ორგანიზატორს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), ულტიმატუმი წაუყენა — ისრაელის დარჩენის შემთხვევაში, ისინი ევროფესტივალს დატოვებენ.
უკვე მეორე წელია, ევროვიზიის ფანებისა და მონაწილეების ნაწილი კონკურსიდან ისრაელის მოხსნას მოითხოვს. მიზეზი ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. თუმცა, ამ მოთხოვნებს მაუწყებელთა კავშირმა არაერთხელ უპასუხა უარით. EBU ამბობს, რომ ევროვიზია უნივერსალურ, აპოლიტიკურ და ინკლუზიურ შოუდ უნდა დარჩეს, რომელიც მუსიკით მრავალფეროვნებას ზეიმობს. კონკურსის ხელმძღვანელი მარტინ გრინი ასევე განმარტავს, რომ კავშირი მაუწყებლების გაერთიანებაა და არა — ქვეყნების მთავრობებისა. ამდენად, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დამთავრდა მაუწყებლების საერთო კრება ივლისში. თუმცა, EBU ახლა ულტიმატუმის წინაშე დგას და, ადრე თუ გვიან, მოუწევს, გადაწყვეტილება მიიღოს. ქვეყნები ელოდებიან მორიგ კრებას, რომელიც დეკემბერში გაიმართება და რომლის მთავარი განსახილველი საკითხიც სწორედ ისრაელის მონაწილეობაა. ორგანიზატორებმაც კონკურსში მონაწილეობის დადასტურების ბოლო ვადა სწორედ დეკემბრამდე გაახანგრძლივეს.
რომელი ქვეყნები აყენებენ ულტიმატუმს
2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას არ მიიღებს ირლანდია, თუკი კონკურსზე ისრაელი დაიშვება.
ფოტო: EBU
სამმა ქვეყანამ — ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და სლოვენიამ — დადასტურებულად განაცხადა, რომ მომავალ ევროვიზიაზე ისრაელის ისევ დაშვების შემთხვევაში კონკურსს გამოეთიშება.
"სანამ ღაზაში ადამიანების ტანჯვა გრძელდება და კიდევ უფრო მწვავდება, ისრაელის კონკურსზე მონაწილეობას გამართლება ვეღარ ექნება", — აცხადებს ნიდერლანდების საზმაუ და ამტკიცებს, რომ "ისრაელის მთავრობა ევროვიზიის საქმეებში დადასტურებულად ერევა".
სლოვენია კი, რომელიც უკვე დიდი ხანია, ევროვიზიაზე ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგია, "ხმის მიცემის პროცესში გამჭვირვალობასაც" მოითხოვს. მოთხოვნის საფუძველი წლევანდელი ევროვიზიაა, სადაც ტელემაყურებლის რჩეული სწორედ ისრაელის წარმომადგენელი გახდა. სლოვენიის მაუწყებლის დირექტორი კსენია ჰორვატი ამბობს, რომ "რეალურად არსებობს შესაძლებლობა", ქვეყანა ევროვიზიას გამოეთიშოს, რადგან ორგანიზატორებმა, გასული წლის მსგავსად, მათი მოთხოვნები "უგულებელყვეს".
ამ სამი ქვეყნის გარდა, ისრაელის მონაწილეობის გამო, ევროვიზიის დატოვებას განიხილავენ ისლანდია და ესპანეთიც. ორივე მათგანი დეკემბერში დაგეგმილ კრებას ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ისლანდიის მაუწყებლის ცნობით, EBU ერთხანს განიხილავდა კიდეც ისრაელის კონკურსიდან მოხსნას, მაგრამ, საბოლოოდ, ასკვნიდა, რომ ქვეყანა მათ წესებს არ არღვევს, ახლა კი, "განწყობები შეცვლილია".
ევროვიზია 2026-ზე მონაწილეობის დადასტურებას აყოვნებს ბელგიაც და ამის ერთ-ერთი მიზეზი ასევე უკავშირდება ისრაელს. თუმცა, ბელგიის მაუწყებელი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკურსზე ტელემაყურებლის მიერ ხმის მიცემის წესებსა (რომლის მიხედვითაც, ერთი ნომრიდან ხმის მიცემა 20-ჯერ არის შესაძლებელი) და დელეგაციების თუ სხვა მხარეების ჩართულობას ხმების მობილიზებაში.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის დაშვების შემთხვევაში, ევროვიზიის დატოვებას განიხილავს პორტუგალიაც.
მეორე მხარე: ქვეყნები, რომლებიც ისრაელის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში გამოეთიშებიან ევროვიზიას
ევროვიზიაზე ისრაელის დარჩენის ერთ-ერთი მომხრე გერმანიაა.
ფოტო: Getty Images
ევროვიზიაზე ისრაელის მონაწილეობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ესპანეთი, "დიდი ხუთეულის" წევრი ქვეყანაა. ამ ხუთეულს, რომელიც ასევე მოიცავს გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ევროფესტივალის ორგანიზებაში, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამიტომ, ყოველწლიურად მათ აქვთ პრივილეგია, ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდნენ კონკურსის ფინალში.
ფინანსურად ევროვიზიის უდიდესი მხარდამჭერი გერმანიაა, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ მონაწილეობისთვის ნახევარ მილიონამდე ევროს, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარის ეკვივალენტს იხდის.
ევროვიზიის "ბირთვად" მიიჩნევა იტალიაც, რომელიც ხშირადაა ტელემაყურებლის ფავორიტი და, როგორც წესი, საუკეთესო ათეულში ხვდება ხოლმე.
ეს ორი ქვეყანა — გერმანია და იტალია — ევროვიზიის დატოვებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზატორები ისრაელს დისკვალიფიკაციას მისცემენ. ამის შესახებ ისრაელის დელეგაციის ყოფილი წევრი, ამირ ალონი, საუბრობს. ალონის თქმით, მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ისრაელის დაცვა იტალიისა და გერმანიისთვისაც რთული ხდება, თუმცა, EBU არ ისურვებს, კონკურსის ორი უდიდესი მხარდამჭერი დაკარგოს.
რა პოზიცია აქვს მაუწყებელთა კავშირს
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხელმძღვანელი მარტინ გრინი
ფოტო: BBC
წლევანდელი ევროვიზიის დასრულებისთანავე, არაერთმა ქვეყნის მაუწყებელმა და მაყურებლების ნაწილმა ხმის მიცემის პროცესში შესაძლო დარღვევებზე მიუთითა და მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა. როგორც უკვე ვთქვით, საფუძველი დიდწილად იყო ტელემაყურებლის მიერ ისრაელისთვის მიცემული უმაღლესი ქულა. ევროვიზიის ხელმძღვანელი მარტინ გრინი ბრალდებებს მაშინვე გამოეხმაურა და ახსნა, რომ ხმის მიცემის პროცესის სანდოობას უსაფრთხოების დაცვისა და შედეგების გადამოწმების რამდენიმე ეტაპი უზრუნველყოფს.
გრინი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის მიერ წაყენებულ ულტიმატუმსაც და განაცხადა, რომ ისინი მონაწილე მაუწყებლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.
"გვესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით წუხილი და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს", — ამბობს გრინი, — "წევრ მაუწყებლებთან ერთად, ჯერ კიდევ განვიხილავთ, როგორ გავუმკლავდეთ ევროვიზიის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკურ ვითარებას. მაუწყებლებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე აქვთ დრო, რომ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მომდევნო წლის ევროვიზიაზე მონაწილეობა. ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია".
რაც შეეხება მომავალ მასპინძელ ქვეყანას, ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი როლანდ ვაისმანი ისრაელის კონკურსზე დარჩენის მომხრეა. ივლისში ჩატარებული კრებიდან ასევე ვიცით, რომ ისრაელის ევროვიზიაზე მონაწილეობას მხარს უჭერს კონკურსის წლევანდელი მასპინძელი შვეიცარიაც.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები