ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს
ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ მომღერალ უცნობისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ვატო შაქარიშვილის თავდებობა არ გაითვალისწინა.
უცნობი და ვატო შაქარიშვილი სანაიზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უცნობმა, იგივე გია გაჩეჩილაძემ პროკურატურისგან მათი გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით დაიმუქრა. შაქარიშვილი და გაჩეჩილაძე დღეს, 29 აპრილს პროცესზე მივიდნენ, რათა ბრალდებულებს თავდებში ჩადგომოდნენ.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პირები, რომლებიც თავდებობის პასუხისმგებლობა იღებენ, ბრალდებულებთან ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ, ხოლო ვერც ერთმა პირმა სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფას. ამასთან, მოსამართლემ გაიზიარა დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი.
ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოჯახის წევრებს. სანაია ამას თავის პროფესიული საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტს ტვინის შერყევა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა. სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ძალადობას, მუქარას და დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანაიაზე თავდამსხმელები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.
განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები