როგორ გავაკეთოთ პასკა? — ჩიზქეიქერმა რეცეპტი გაგვიმხილა
უამრავი ადამიანისთვის აღდგომის დღესასწაული და სააღდგომო სუფრა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. მის სახელზე ხშირად მსჯელობენ: ხან ხატის პურს ეძახიან, ხან არტოსს, ხან — სააღდგომო კულიჩს. სხვადასხვა სახელისა თუ მათი დატვირთვის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, რომ ამ სტატიაში პასკას უბრალოდ პასკა დავუძახოთ!
ქიშმიშიანი თუ უქიშმიშო, შოკოლადით, ცუკატებითა და სხვა ნუგბარით გაფორმებული გემრიელი პასკის შეძენა სააღდგომო სამზადისის განუყოფელი ნაწილია. თუმცა არც იმ ადამიანებს აქვთ ცოტა საქმე, რომელთაც პასკის სახლში გამოცხობა ურჩევნიათ — წინასააღდგომოდ ისინი მუდამ კარგად გამოცდილი თუ ახალი რეცეპტების ძიებაში არიან.
ჩვენს მკითხველებს, რომელთაც საკუთარი კულინარიული შესაძლებლობების გამოცდა და პასკის სახლში გამოცხობა სურთ, საკონდიტრო CheeseCaker • ჩიზქეიქერი უგემრიელესი პასკის რეცეპტს სთავაზობს. თუ გსურთ, წინასააღდგომოდ თქვენი სახლი მადისაღმძვრელი სურნელით აივსოს, მოიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები და ენთუზიაზმი!
პასკის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
-
850 გ ფქვილი (უმაღლესი ხარისხის, გაცრილი);
-
380 გ შაქარი;
-
3 ცალი კვერცხი (0 კატეგორიის);
-
300 გ კარაქი (82%-იანი ცხიმიანობის);
-
300 გ რძე (სასურველია მაღალი ცხიმიანობის);
-
30 გ ნედლი საფუარი (ან 15 გრამი მშრალი გრანულები);
-
1 გ მარილი;
-
150 გ ქიშმიში;
-
1 ლიმონის ცედრა;
-
5 გ ვანილის ექსტრაქტი (ან ვანილის შაქარი).
მომზადების წესი:
- გაათბეთ რძე, დაამატეთ 80 გ შაქარი, 150 გ ფქვილი და საფუარი (ფქვილი და შაქარი აიღეთ საერთო რაოდენობიდან) და კარგად გახსენით ერთმანეთში. მიღებული მასა კარგად უნდა ამოვიდეს — მოცულობა თითქმის გაორმაგდეს;
- 3 კვერცხი, 300 გ დარბილებული კარაქი და 300 გ შაქარი მიქსერში ათქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
- გარეცხეთ ქიშმიში და გააშრეთ;
- აურიეთ ერთმანეთში ილი, ჯავზი, ვანილი, ლიმონის ცედრა და შავი რომი;
- 700 გ ფქვილი მოათავსეთ თასში. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის, შაქრისა და კარაქის მასა და აპარი. დაიწყეთ მოზელა. თუ ხელით ზელთ, დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ, მიქსერის შემთხვევაში — 10-12 წუთი. მზა ცომი შეფუთეთ და ოთახის ტემპერატურაზე მის აფუებას დაელოდეთ;
- როდესაც ცომი ამოვა (მისი მოცულობა, სულ მცირე, გაორმაგდება), გადაზილეთ, დაამატეთ ქიშმიში და სუნელებისა და ალკოჰოლის ნაზავი. ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და მის ამოსვლას დაელოდეთ;
- მას შემდეგ, რაც ცომი მეორედ ამოფუვდება, გადაზილეთ და მიღებული მასა საცხობ ფორმებში გადაიტანეთ. თითოეული ფორმა 1/3-ით უნდა შეივსოს. დაელოდეთ, სანამ ცომი ბოლომდე ამოფუვდება, შემდეგ კი წინასწარ გახურებულ ღუმელში, 150 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში მოათავსეთ. ცომის მზაობა შეგიძლიათ, ხის ჩხირითაც შეამოწმოთ. ცხობის დრო პასკის ზომაზეა დამოკიდებული;
- გამომცხვარ პასკას მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და 24 საათის შემდეგ დააგემოვნოთ;
- აღნიშნული რეცეპტით 2 ცალი 1 კილოგრამიანი პასკის გამოცხობა შეგიძლიათ.
დამატებითი რჩევები:
-
სუნელების ალკოჰოლში შეზავება და შენახვა სასურველია ცომის მომზადების დაწყებამდე, სულ მცირე, ერთი დღით ადრე;
-
ცომი ძალიან კარგად ამოდის მაცივარში, 4+ გრადუსზე;
-
სასურველია ქიშმიშის ნახევარი თეთრი იყოს, მეორე ნახევარი — შავი;
- საუკეთესო შედეგის მისაღებად კარგი განწყობა უმნიშვნელოვანესია!
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები