რასელ ქროუ თორის მეოთხე ნაწილში ზევსის როლს შეასრულებს

ფოტო: Marvel / Evan Agostini/Invision/AP
რასელ ქროუს, რომელმაც მაყურებლებს თავი ფილმებით Gladiator და A Beautiful Mind დაამახსოვრა, თორის სერიის მეოთხე ფილმში — Thor: Love and Thunder-ში ვიხილავთ. ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ზევსის როლს შეასრულებს. ამის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთ რადიოში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით რასელ ქროუს როლის შესახებ მარველს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მარველის კომიქსებში ზევსი ოლიმპოელების მბრძანებელი და ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ფილმში ზევსის ყოფნა კი სხვა საინტერესო პერსონაჟების გამოჩენის ალბათობასაც ზრდის.
რასელ ქროუ ფილმში სხვა ვარსკვლავებთან — კრის ჰემსვორტთან, ნატალი პორტმანთან და კრისტიან ბეილთან ერთად ითამაშებს. მეოთხე ნაწილში კიდევ ერთხელ ვიხილავთ მეტ დეიმონს, ლუკ ჰემსვორტსა და სემ ნილს, რომლებიც მანამდე Thor:Ragnarok-ში გამოჩნდნენ.
Thor: Love and Thunder-ის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტია. ახალი ფილმის შინაარსის შესახებ ზუსტი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა. თორის მეოთხე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 6 მაისს შედგება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვადედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა დედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები