ჩვენთვისაც ძალიან მძიმე იყო და ვიცოდით, რომ არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა — სამხარაძე მელიას ციხიდან გამოშვებაზე
ქართული ოცნების დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება მათთვისაც ძალიან მძიმე იყო და იცოდნენ, რომ არაპოპულარული ნაბიჯი იყო. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"არც ჩვენ და არც არავინ დედამიწის ზურგზე, მთელს მსოფლიოში არავინ არ მიიჩნევს რომ მელია არის პოლიტიკური პატიმარი. ყველამ ბრიუსელშიც ძალიან კარგად იცის, რის გამო არის ის საპყრობილეში. ყველამ იცის, როგორ მოისროლა მან სამაჯური გასულ წელს, ყველამ იცის, რომ ის მიდიოდა პროვოკაციაზე და ეს საქმე არის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ არავის ეჭვი არ ეპარება ამ შემთხვევაში, მელიას საქმესთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მელიას შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალურიდ და პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო.
"ჩვენ დავთანხმდით იმ მოტივით, რომ ქვეყანაში დღეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია, რაც გამოწვეულია როგორც კოვიდით, ასევე, ეკონომიკური კრიზისით, რომელიც კოვიდს მოჰყვა, შესაბამისად, სოციალური მდგომარეობაც არის ძალიან რთული. რეგიონში მიმდინარეობს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენები, რომელიც უარყოფითად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, გაჯიუტებული ოპოზიცია, რომელსაც არანაირი დასაბუთება და მტკიცებულება არ ჰქონდა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის მიუხედავად არ შემოდიოდნენ პარლამენტში, სხვათაშორის, მე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირში, ბრიუსელში არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და გამოხატული იყო ქართველი ხალხის ნება, ეს ბეჭედდასმული ამბავია ბრიუსელში", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ მელიაზე მიიღო რთული გადაწყვეტილება, არამედ დაუთმო ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა "3%-იან პარტიებს, რომეთაც ეს არ დაუმსახურებიათ".
"სწორედ ამიტომ მმართველმა ძალამ, ქართულმა ოცნებამ გადადგა ასეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მძიმე იყო და ვიცოდით, რომ არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანაში ეს ხელოვნური კრიზისი განიმუხტოს და ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში, ამისთვის ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი რამ დათმო. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ მელიაზე და არ მგონია, ამდენი სალაპარაკო იყოს, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხებია იქ, მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარეები, 5 კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ქართულმა ოცნებამ, როგორც გამარჯვებულმა ძალამ, უნდა დაუთმოს 3%-იან პარტიებს, რომელთაც ეს არ დაუმსახურებიათ", — განაცხადა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიაზეა საუბარი, განსხვავებული ინტერპრეტაციები ვრცელდება.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც უკვე არაა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ამნისტირებას, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იგი სამართალდამცველებსაც უნდა შეეხოთ, ოპოზიცია ამას ეწინააღმდეგება. ამ ამბავს გამოეხმაურნენ თავად 20 ივნისს დაზარალებულები, რომელებიც ამბობენ, რომ პარტიებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, შეწყდეს თუ არა საქმეების განხილვა.
სამართალდამცველები ამნისტირებას დაუშვებლად მიიჩნევენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი — ორგანიზაციები, რომლებიც 20 ივნისს დაზარებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
გაიგეთ მეტი:
- 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ — მელია
- იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, "ოცნებას" საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია — თალაკვაძე ამნისტიაზე
- აგერ მე და აგერ თქვენ, ყველა პუნქტი სათითაოდ შესრულდება, მე ვარ ამის გარანტი — ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე
- ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს — ოხანაშვილი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები