მას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება ქართული ოცნების მხრიდან — კობახიძე მელიაზე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა "პატიებას" ქართული ოცნების მხრიდან. ამის შესახებ მან იმედთან განაცხადა.
"ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს აქვს სწორედ მას [ნიკა მელიას] ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკა მელიას, ბუნებრივია, ეს უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება რამე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი ამ ღამეს. [...] ქართულმა ოცნებამ უკვე გამოხატა საკუთარი ნება, აპატიოს ნიკა მელიას უმძიმესი დანაშაული. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის უკვე ნიკანორ მელიაზე. მან შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ეს პატიება ქართული ოცნების მხრიდან", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტიაზეა საუბარი, განსხვავებული ინტერპრეტაციები ვრცელდება.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც უკვე არაა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ამნისტირებას, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იგი სამართალდამცველებსაც უნდა შეეხოთ, ოპოზიცია ამას ეწინააღმდეგება. ამ ამბავს გამოეხმაურნენ თავად 20 ივნისს დაზარალებულები, რომელებიც ამბობენ, რომ პარტიებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, შეწყდეს თუ არა საქმეების განხილვა.
სამართალდამცველები ამნისტირებას დაუშვებლად მიიჩნევენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი — ორგანიზაციები, რომლებიც 20 ივნისს დაზარებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
გაიგეთ მეტი:
- 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ — მელია
- იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, "ოცნებას" საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია — თალაკვაძე ამნისტიაზე
- აგერ მე და აგერ თქვენ, ყველა პუნქტი სათითაოდ შესრულდება, მე ვარ ამის გარანტი — ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე
- ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს — ოხანაშვილი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები