რესპუბლიკური პარტია წულაიას მხარდამჭერ განცხადებას არ იზიარებს
რესპუბლიკური პარტია გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას არ ეთანხმება. პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ წულაიას მხარდასაჭერი განცხადების გავრცელების იდეა ოპოზიციის საერთო ჩატში გაჩნდა, მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ კი პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვა.
"გაჩნდა აზრი, რომ მხარი დაუჭირონ წულაიას, რასაც ამ ფორმით, ასეთი წერილით, სადაც ამდენი ახსნა-განმარტება სავარაუდო მოძალადეზეა დათმობილი, ერთი წინადადებით ის, რომ არ ვამართლებთ ძალადობას, მაგრამ, მერე მოდის რომ არ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიებას და ა.შ. ჩვენ არ დავეთანხმეთ", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
იგი ამბობს, რომ პარტიაში ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
"როდესაც ეს განცხადების ტექსტი გაჩნდა, მე გავუზიარე ჩემი კომიტეტის წევრებს, სადაც არიან ქალებიც და კაცებიც და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ შევუერთდეთ ამ დოკუმენტს და ამიტომ, ჩვენი ხელმოწერა არ არის", — ამბობს სამნიძე.
ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას, ამავე პარტიების წევრი რამდენიმე ქალი გაემიჯნა.
სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ პარტიაში ამაზე კომუნიკაცია მასთან არ ყოფილა, თუმცა, რომც ყოფილიყო, არ დაეთანხმებოდა. განცხადებას არ იზიარებს პარტიის კიდევ ერთი წევრი ქალი, თეონა ჭალიძეც.
განცხადებაც გაემიჯნა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძეც. სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ განცხადებას იგი ხელს არ მოაწერდა.
ევროპული საქართველოს წევრმა, ლელა ქებურიამ განმარტა, რომ ქალებზე ძალადობის მიმართ სენსიტიურები არიან, თუმცა წულაიას საქმეში ხედავენ შერჩევითი სამართლის ნიშნებს.
განცხადებაზე საკუთარი პარტიების ხელმოწერა განმარტეს პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა, ეკა ბესელიამ და პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც. ბესელიამ თქვა, რომ დაზარალებულის ისტორიას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა პროტესტი აქვს შერჩევითი მართლმსაჯულებაზე. მსგავსი პასუხი გასცა ელენე ხოშტარიამ On.ge-ს კითხვას. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის მნიშვნელობას აცნობიერებს, თუმცა თვლის, რომ წულაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მოტივი ეჭვს იწვევს.
წულაიას მხარდამჭერი განცხადება ევროპული საქართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა. თავდაპირველ ვერსიაში ხელმომწერებს შორის იყო პარტია ლელოც, თუმცა შემდეგ განმარტეს, რომ მათი ხელმოწერა განცხადებაზე არ უნდა ყოფილიყო. პარტიის წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ყველანაირ ძალადობას გმობს, ამავდროულად კი არასოდეს დააზიანებს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
განცხადებას ხელი არ მოაწერა გირჩმაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მისთვის ხელმოწერა არ შემოუთავაზებიათ და წულაიას საქმეს არ იცნობს საკმარისად იმისთვის, რომ ამაზე კომენტარი გააკეთოს, თუმცა ფიქრობს, რომ გოგი წულაიამ ივანიშვილის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები