საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავისი ჩამოსვლისთვის მოემზადონ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა და თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა.

"მე არასდროს მითქვამს, კონკრეტულად როდის ჩამოვალ და ახლა ვამბობ კონკრეტულად, ჩამოვალ რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ აუცილებლად, დავჯდები თვითმფრინავზე თუ ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. მე ვიქნები საქართველოში. ამიტომ ჩვენმა მომხრეებმა, რომლებიც არიან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში... მინდა ვთხოვო ყველას, მოვემზადოთ ამისთვის, შევქმნათ შტაბები", — განაცხადა სააკაშვილმა.