ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში რთული ვითარების ფონზე. მიშელმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში.

"ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება [...] რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე. ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ რა მდგომარეობაა ყირიმში — რეგიონი უკანონოდაა ანექსირებული.

ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ვალდებულება და მზადყოფნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის კვლავ რჩება ურყევი", — განაცხადა შარლ მიშელმა.

ეს განცხადება მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მეორედ 20 აპრილს ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერ.

გაიგეთ მეტი: