მეცნიერები მალე შავი ხვრელის ფოტოს პირდაპირ გადაიღებენ
ამ წლის 5-დან 14 აპრილამდე ვირტუალური ტელესკოპი Event Horizon Telescope (EHT), რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მზადდებოდა, ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ შავ ხვრელს პირდაპირ გადაუღებს ფოტოს. EHT რეალურად იმ რადიოტელესკოპების მასივია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული მსოფლიო მასშტაბით
ძალიან გრძელი საბაზისო ხაზის ინტერფერომეტრიის ტექნიკის გამოყენებით, EHT-ს გუნდი გეგმავს, რომ პროექტში მონაწილე ყველა ობსერვატორია ერთ უზარმაზარ ტელესკოპად გადააქციოს. საჭიროა ტელესკოპი, რომელიც ძალიან დიდი და მძლავრია, რადგან მშვილდოსანი A* ჩვენთვის სხვა არაფერია, თუ არა პაწაწინა წერტილი ცაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი მასა მზის მასას 4 მილიონჯერ აღემატება, თუმცა, მისი დიამეტრი სულ რაღაც 20 მილიონი კილომეტრია, დაშორება კი - ძალიან დიდი. EHT-ს გუნდის თქმით, მშვილდოსან A*-ზე დაკვირვება იგივეა, რაც მთვარეზე მყოფი გრეიფრუტის გადაღება დედამიწიდან.
მონაწილე ობსერვატორიების მოსამზადებლად გუნდმა ისინი აღჭურვა ატომური საათებითა და უზარმაზარი ტევადობის მყარი დისკებით. მეცნიერები ელიან, რომ დიდი მოცულობის მონაცემებს შეაგროვებენ, ამიტომ ისინი 10 000 ლეპტოპის ტევადობის მყარ დისკებს იყენებენ.
მკვლევრების თქმით, შავი ხვრელის ისტორიულ ფოტოს 2018 წლის დასაწყისში ვიხილავთ. რასაც ისინი ელიან, ძალიან ემგვანება გასულ წელს მათ მიერ ჩატარებულ სიმულაციას:
ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ჩვენ დავინახავთ სინათლის ნამგალს, რომელიც გარს აკრავს მუქი წვეთის მსგავს სტრუქტურას. ამ სინათლეს აირი და მტვერი ასხივებს, სანამ მათ შავი ხვრელი გადასანსლავს, ხოლო მუქი წვეთის მსგავსი სტრუქტურა კი ამ ქაოსზე აღბეჭდილი ჩრდილია. შეიძლება სხვა რამეც დავინახოთ ამ ყველაფერთან ერთად? გუნდის ლიდერმა შეფერდ დოლიმენმა ჰარვარდ-სმითსონიანის ასტროფიზიკური ცენტრიდან, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა:
"როგორც უკვე ვთქვი, არასოდეს არ სცადოთ აინშტაინის თეორიების წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ თუ დავინახეთ ისეთი რამ, რაც ძალიან განსხვავებული იყო მოსალოდნელისგან, ჩვენ საშუალება გვექნება, გრავიტაციის თეორიას ახალი კუთხით შევხედოთ".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები