უარყოფითი შეფასება არ შემიძლია — კახაძე გახარიას "კრიზისმენეჯერობაზე"
ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას "კრიზისმენეჯერობას" უარყოფითად ვერ შეაფასებს. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბარში განაცხადა.
"ადამიანები თავის სამოქმედო გეგმას თვითონ ირჩევენ და თავის პოლიტიკურ აქტივობებს თვითონ ირჩევენ, მე ვერ ვუკარნახებ, გამორიცხულია, ცალსახად. მაგრამ მართვის იმ ფორმას, რომელიც კონსილიუმის სტილს წარმოადგენს, ყოველთვის მივესალმები. საქართველომ იმ პერიოდში როგორ გაიარა ის პირველი ფაზა, როგორი იყო მეორე ფაზაში გადასვლის პერიოდი, რესურსების გამოყენება. ის, რომ ყველამ ერთად იმოქმედა. ის დაეყრდნო ექიმების რჩევებს, ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს, რავიცი, როგორ გითხრათ, მე როგორც ჩვეულებრივ მოსახლეს, უარყოფითი შეფასება არ შემიძლია", — განაცხადა კახაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატი, კახი კახიშვილი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არ იყო კარგი კრიზისმენეჯერი პანდემიის მართვის პერიოდში.
გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია პირველი საჯარო კომენტარი 22 მარტს გააკეთა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. რამდენიმე საათში იმავე შინაარსის წარწერით მან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. იმავე საღამოს კი მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე მუშაობს.
14 აპრილს, ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:
- გიორგი ხოჯევანიშვილი;
- მიხეილ დაუშვილი;
- ანა ბუჩუკური
- ალექსანდრე მოწერელია;
- ბექა ლილუაშვილი;
- შალვა კერესელიძე
ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები