ყველა ბრძანება, რაც გაიცა, იყო კანონიერი — გახარიას გუნდში გადასული დეპუტატი 20 ივნისზე
ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ყველა ბრძანება, რაც 20 ივნისის ღამეს გაიცა, იყო კანონიერი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ "მსგავსი ტიპის" ეპიზოდებზე, მისი პოზიცია "კანონის პოზიციას" ემთხვევა.
"პირველი ეპიზოდი ეს არის 20 ივნისის დღე, როდესაც გავრილოვი ხვდება პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, თავმჯდომარის სავარძელში და ეს იყო ისეთი დონის შეცდომა, მათ შორის, მმართველი პარტიის მხრიდან, რომ დღემდე იმკის ამ შეცდომის პოლიტიკურ ფასს. რაც შეეხება ღამეს, აქ თქვენ გახსოვთ, რომ მოქალაქეებმა გამოხატეს ამ კონკრეტული მოვლენის მიმართ სამართლიანი პროტესტი, რომელიც პოლიციის მხრიდანაც გაზიარებული იყო.
სწორი იყო, არასწორი იყო, ამას აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმები. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ამიტომ სამართლებრივად სწორი, სამართლებრივად არასწორი ეს არის სწორი ტერმინოლოგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ტიპის ეპიზოდებთან მიმართებაში. ასეთი ტიპის კონკრეტული მოვლენების მიმართ ჩემი პოზიცია არის ის, რაც არის კანონის პოზიცია. იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საკანონმდებლო შეთანხმებების ფუნდამენტურ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ყველა ბრძანება, რაც გაიცა, იყო კანონიერი. პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი და ეს შეფასდა არა მხოლოდ ქართული მხარის, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც", — თქვა მან.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, სუს-ის ხელმძღვანელის და შს მინისტრის გადადგომას.
მშვიდობიანი პროტესტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.
ქართული ოცნების ექვსი დეპუტატი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდება. ესენი არიან:
- გიორგი ხოჯევანიშვილი;
- მიხეილ დაუშვილი;
- ანა ბუჩუკური
- ალექსანდრე მოწერელია;
- ბექა ლილუაშვილი;
- შალვა კერესელიძე
ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები