ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი (AUB) — განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი (AUB) დაარსდა 1968 წელს და მდებარეობს ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში. უნივერსიტეტმა 4 დეპარტამენტით დაიწყო ოპერირება. ეს იყო ფილოსოფია და ხელოვნება, მედიცინა, მეცნიერება და ეკონომიკა. დღეს უნივერსიტეტს 107 საბაკალავრო, 141 საერთაშორისოდ აკრედიტირებული სამაგისტრო და 113 AUB-ს სერტიფიცირებული სამაგისტრო პროგრამა აქვს. AUB ასევე გთავაზობთ სემესტრულ კურსებსა და ენის შემსწავლელ პროგრამებს. უნივერსიტეტში ასევე შესაძლებელია დოქტორანტურაზე სწავლა. 2019-2020 აკადემიურ წელს AUB-ს 4790 PhD დოქტორანტი სტუდენტი ყავდა.
ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი (AUB) ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. ის ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებში. მაგალითად QS World University Rankings-ის მიხედვით ის მსოფლიოში 213-ე, ხოლო ევროპაში 91-ე ადგილს იკავებს. THE. World University Rankings-ის მიხედვით AUB მსოფლიოში 182-ე, ხოლო ევროპაში 84- ე ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებელია, როგორც ესპანურ ასევე ინგლისურ ენაზეც. საბაკალავრო პროგრამები: ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი გთავაზობთ საბკალავრო პროგრამას ტურიზმში ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ესპანურენოვან პროგრამებს სასტუმროს მართვაში და ასევე უსაფრთხოების სისტემებსა და პრევენციაში (აღნიშნული პროგრამა სრულად არის ხელმისაწვდომი ონლაინ). ბაკალავირატზე სწავლის ხანგრძლივობა 4 წელია. ზემოთაღნიშნული პროგრამების საფასური წელიწადში 4 980 ევროა. საბაკალავრო პროგრამების საშუალო ღირებულება დაახლოებით 3 000 ევროა წელიწადში.
ჩამოთვლილის გარდა უნივერსიტეტში შესაძლებელია სწავლა მრავალი მიმართულებით, როგორიცაა: ფსიქოლოგია, გეოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოქიმია, გენეტიკა, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, განათლება, ეკონომიკა და ა.შ.
საერთაშორისოდ აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამები — პროგრამების ხანგრძლივობა 1 წელია. ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების საფასური საშუალოდ 7 000 ევროა წელიწადში.
- Master’s Degree in Management and Organisation of Event Tourism. ენა: ესპანური (70%) და ინგლისური (30%);
- Master’s Degree in Hotel Management. ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%);
- Master’s Degree in Tourist Management of Cultural Heritage. ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%);
- Master’s Degree in European Union-China: Culture and Economy. ენა: ესპანური (100%);
- Master’s Degree in Transfusion Medicine and Advanced Cell Therapies. (On Line) ენა: ესპანური ან ინგლისური (100%).
UAB- ის სამაგისტრო პროგრამები და სასერთიფიკატო კურსები/ონლაინ კურსები
- UAB Online Master’s Degree in Digital Management Of International Tourist Business. ენა: ესპანური. ხანგრძლივობა: 1 წელი, ფასი: 5 400 ევრო;
- Online Graduate Diploma in Management of Tourist Projects and Emotional Intelligence. ენა: ესპანური.ხანგრძლივობა: 1 სემესტრი. ფასი: 2 700 ევრო;
- Online Graduate Diploma in Revenue Management, Digital Marketing and Customer Experience.ენა: ესპანური.ხანგრძლივობა: 1 სემესტრი. ფასი: 2 700 ევრო;
- Graduate Diploma in Ecotourism and Nature-Guide Training. ენა: ესპანური (90%) და ინგლისური (10%). ხანგრძლივობა: 1 წელი. ფასი: 2 500 ევრო;
- Graduate Diploma in Executive Management of Archival and Records Management Services. ენა: ესპანური (100%). ხანგრძლივობა: 2 წელი. ფასი: 2 100 ევრო;
- Graduate Diploma in Electronic Records Management. ენა: ესპანური (100%) ხანგრძლივობა: 1 სემესტრი. ფასი: 2 950 ევრო.
- Graduate Diploma in Management, Preservation and Dissemination of Photographic Archives (On Line) — ონლაინ პროგრამა. ენა: ესპანური (100%) ხანგრძლივობა: 2 წელი. ფასი: 2 400 ევრო.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (AUB) წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები