კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გეგმავს, რომ თავისუფალ შემოქმედთა ვირტუალური ჰაბი შექმნას, რომელიც იმ შემოქმედებით ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც სახელმიწფოსგან დაფინანსებას არ იღებენ.

"გვსურს მივწვდეთ იმათაც, რომლებიც ხაზინიდან არ იღებენ ხელფასს, მაგრამ ხელოვანია, შემოქმედია და სჭირდებათ ხელშეწყობა. [...] ეს იქნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც იქნება ხიდი ამ ადამიანებსა და სამინისტროს შორის, რომლებიც არსად არ არაინ გაერთიანებულნი, არიან სახლში ან უკეთეს შემთხვევაში სახელოსნოში", — აღნიშნა წულუკიანმა გადაცემა ქალების ნარატივში.

როგორც მინისტრი ამბობს, დღესდღეობით პრობლემაა, რომ მსგავსი ადამიანები აღრიცხულები არ არიან.

"გარკვეულ თანხებს თვის ბოლომდე გამოვძებნით იმისთვის, რომ პანდემიით დაზარალებულ თავისუფალ ხელოვან ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სისტემიდან ხელფასს არ იღებენ, მათ მივეხმაროთ. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ისინი, დღეს ეს არ ვიცით. ჰაბი კი საშუალებას მოგვცემს რომ მათ ვხედავდეთ, ისინიც კი — ჩვენ და დედაქალაქში თუ სხვაგან ნაცნობების ძებნა არ სჭირდებოდეთ, იმისთვის, რომ მე მომწვდნენ და გამაგებინონ, რომ უჭირთ", — ამბობს წულუკიანი.