სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 აპრილის ღამეს არასანქცირებული შეტევა განხორციელდა. მათივე თქმით, შედეგად, ვებგვერდი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

"სამართლიანი არჩევნებისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ 10 აპრილის ღამეს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (isfed.ge) არასანქცირებული შეტევა განხორციელდა. მომხდარის შედეგად ორგანიზაციის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს. მიმდინარეობს დეტალების მოძიება და ვებგვერის აღდგენის სამუშაოები", — წერია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.