პრეზიდენტმა დათა პაპა სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.
"ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო ადამიანისთვის, რომელიც გახდა ცოტა ხანში ერთგვარი სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში, არის სიმბოლო იმ უსამართლობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს და დღეს მინდა 9 აპრილს სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, რომ გადავცე მის ოჯახს პრეზიდენტის მედალი, როგორც ნიშანი ჩვენი, ყველას უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან და აღარ ექნებათ ის აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ და გადალახონ", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოკუპაციასთან შეუპოვარი ბრძოლის სახე, ოკუპირებული რეგიონის ხმა და გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავების ჭირისუფალი, დათა პაპა ხურვალეთში 22 მარტს დაკრძალეს. როგორც მისი ცხოვრების ბოლო წლები, გასვენების პროცესიაც მავთულხლართებით იყო გაყოფილი. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს პაპას გარდაცვალებას გლოვობდნენ.
გამოსამშვიდობებლად მისულმა ნათესავებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ის საქართველოს ჰიმნით გააცილეს. იქ, სადაც დათა პაპა სტუმრებთან სასაუბროდ ჩადიოდა, საქართველოს დროშაც აფრიალდა. მავთულხლართებში კი მის პატივსაცემად დატოვებული ყვავილები იყო დამაგრებული.
დათა პაპასთან გამოსამშვიდობებლად იყო ჩასული ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ პაპა ჩვენი გაუტეხლობის და გამარჯვების სიმბოლოა. ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა კი მას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო უწოდა.
დაკრძალვის დღეს ადგილზე არ გამოჩენილან სამთავრობო ლიდერები. გარდაცვლილს ისინი ფეისბუქპოსტებით დაემშვიდობნენ. მანამდე საოკუპაციო ხაზთან შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო ჩასული.
დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.
ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები