"საქართველოს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ტრადიცია აქვს" — რას წერდა The Washington Post 9 აპრილის ტრაგედიაზე
ფოტო: იური როსტი
9 აპრილის ტრაგედიამ 1989 წელს შეძრა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოც, სადაც აქტიურად შუქდებოდა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი წლები.
ცნობილი ამერიკული გამოცემა, The Washington Post, ერთ-ერთი იყო იმ უცხოურ მედიებს შორის, რომელთა ყურადღების ცენტრშიც 10 აპრილს შორეულ საქართველოში მომხდარი ამბავი მოხვდა.
ამერიკელი ჟურნალისტის და დღეს უკვე The New Yorker-ის რედაქტორის, დევიდ რემნიკის, სტატიაში დაწვრილებითაა განხილული 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები და ერთი ღამის ტრაგედია.
"როგორც მინიმუმ, 16 დემონსტრანტი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა საბჭოთა საქართველოს ქალაქ თბილისში დღეს, როცა არმიის შენაერთებმა პროტესტის მონაწილეთა ჯგუფების დაშლა სცადეს. დაახლოებით, 8 000 ადამიანი მოსკოვისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მოითხოვდა. სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების ოფიციალური ვერსიით, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა, 'ექსტრემისტულად მოაზროვნე ჯგუფები არაჯანსაღი განწყობის გაღვივებას ცდილობდნენ' შეკრებილებს შორის; ამასთან, გამოცემა დარბევას იმით ამართლებს, რომ ეს ქმედება 'უკონტროლო ანტისაზოგადოებრივი ძალის' დამორჩილებისკენ იყო მიმართული. სატელეფონო ინტერვიუში კი ქართველები ამბობენ, რომ არმიის ქმედებები სასტიკი იყო და მათ 'ახსნა არ მოეძებნებათ'".
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: გივი ნახუცრიშვილი
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რა ვითარება იყო იმჟამად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა ქვეყნებში — ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, შუა აზიასა და ბალტიისპირეთში. იმჟამად ამ ქვეყნებში ასევე მიმდინარეობდა აქციები ეროვნული მოძრაობების წინამძღოლობით. დემონსტრაციები იყო დიდ რესპუბლიკებშიც — უკრაინასა და ბელარუსში — ასევე მოლდოვაში. ეთნიკური კონფლიქტი გაღვივებული იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. იმ დროისათვის კი ამ დაპირისპირების შედეგად 90-მდე ადამიანი დაღუპულიყო.
საბჭოთა ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა პროტესტის ტალღის ჩახშობას. უშედეგო იყო მინისტრების და მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში.
"თბილისური წყაროები იუწყებიან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე — რომელიც თავადაც ქართველია — და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი, გიორგი რაზუმოვსკი, საქართველოს დედაქალაქში ჩავიდნენ, რათა პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვედროდნენ მომხდართან დაკავშირებით. თითქმის ერთი კვირაა, რაც ათასობით ქართველი უწყვეტ დემონსტრაციებს აწყობს მოსკოვისგან პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. რამდენიმე ადგილობრივი ლიდერი სიტყვით გამოვიდა შეკრებილების წინაშე, რომელთა რაოდენობაც უკვე ათიათასობით იყო. მათ იმღერეს ქართული სიმღერები და ხმამაღლა წაიკითხეს ქართველი მწერლების შემოქმედება. Tass კი იტყობინება, რომ დემონსტრანტები 'საქართველოს საბჭოთა ძალებისგან გათავისუფლებას' ითხოვენ" და 'ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. შეკრებილებს შორის ასევე გაისმა მოწოდებები, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ კომუნისტებს, ოფიციალურ პირებსა და წარმომადგენლებს'".
ტექსტში აღწერილია ტრაგედიის ღამეს განვითარებული მოვლენებიც. მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის და სხვა სასულიერო პირების ადგილზე მისვლა და ტაძარში სალოცავად წასვლისკენ მოწოდება. რაზეც, ამერიკული გამოცემის თქმით, შეკრებილებმა თავაზიანი უარით უპასუხეს.
მოვლენების თითოეული ასპექტის შეფასებისას, აღნიშნულია, როგორ გააშუქეს ეს დეტალი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა ტელევიზიამ და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა.
"'ჩვენ ვიგრძენით, რომ უნდა დავრჩენილიყავით, სადაც ვიყავით და საკუთარი თავი დაგვეცვა', — ამბობს მაია მაჭავარიანი, ენათმეცნიერების პროფესორი და საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის მხარდამჭერი. Tass კი აცხადებს, რომ შეკრებილებმა უდიერი და უპატივცემულო დამოკიდებულება გამოიჩინეს საეკლესიო პირისადმი".
1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია
ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, 80-იანი წლების მიწურულს გაღვივდა სეპარატისული განწყობები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. აფხაზები, რომლებიც ამ რეგიონშიც კი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ, მოითხოვდნენ ძალაუფლების მათთვის გადაბარებას. ამის საწინააღმდეგოდ, აფხაზეთში წარმოიშვა ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელმაც აქციაც გამართა სოხუმში. მათი მოთხოვნა იყო, არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო სეპარატისტული მოძრაობების მოთხოვნების გათვალისწინება.
აფხაზეთის ამბების აღნიშვნასთან ერთად, სტატიის ავტორი ამბობს, რომ ეს მოვლენები ნაკლებად უკავშირდება ქართულ ეროვნულ მოძრაობას.
"საქართველოს ეროვნულ სულისკვეთებას ძლიერი ტრადიცია აქვს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა", — წერს ჟურნალისტი.
"ქართული ეროვნული მოძრაობა უკვე ათწლეულებს ითვლის. 1920 წელს საბჭოთა მთავრობამ საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა, რითაც იგი ქვეყნის სუვერენიტეტს ცნობდა. ამის მიუხედავად, საბჭოთა ჯარები მომდევნო წელს შეიჭრნენ საქართველოში და სახელმწიფო მას შემდეგ საბჭოთა რესპუბლიკად იქცა. თუმცა, ლეონიდ ბრეჟნევის ეპოქაშიც კი, ქართველები დაუმორჩილებელ პროტესტებს აწყობდნენ იმ პროცესის წინააღმდეგ, რასაც 'ენის და კულტურის რუსიფიკაციად' მიიჩნევდნენ. მათ იმაზე მეტად გაუჭირდათ გორბაჩოვის ღია და გამჭვირვალე პოლიტიკის მიღება, ვიდრე ეროვნულ მოძრაობებს ბალტიისპირეთში ან სხვაგან. ახლა კი, ქართული ეროვნული მოძრაობა თვალშისაცემად გაიზარდა ისეთი ლიდერების ხელში, როგორებიც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ნოდარ ნათაძე და გია ჭანტურია არიან".
სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ განსხვავებით მეზობლებისგან — მაგალითად, სომხეთისგან, რომელიც ერთეროვანი სახელმწიფოა — საქართველოში ბევრი ეთნიკური უმცირესობა იყრიდა თავს: აფხაზები, ოსები, თათრები და სომხები.
რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში
ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს — 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. 5 აპრილს გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა.
9 აპრილს, ღამის 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ ღამის 10 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.
9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
ამავე თემაზე:
- 9 აპრილი: ტრაგედიის ქრონოლოგია;
- რატომ არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი;
- ანტისაზოგადოებრივი, მოხულიგნო ელემენტების შეკრება — როგორ "აშავებდა" საბჭოთა მედია აპრილის აქციებს;
- რა ხდებოდა რუსთაველზე 9 აპრილის შემდეგ;
- 1989 წლის 10 აპრილს საქართველო The New York Times-ის პირველ გვერდზე აღმოჩნდა;
- 1989 წლის 16 აპრილს უკრაინელი ხალხი 9 აპრილს დაღუპულთათვის ლოცულობდა — The Ukrainian Weekly.
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
კომენტარები