1989 წლის 16 აპრილს უკრაინელი ხალხი 9 აპრილს დაღუპულთათვის ლოცულობდა — The Ukrainian Weekly
ფოტო: ია მჭედლიშვილი; The Ukrainian Weekly
ვფიქრობდი, როგორ გაიგო მსოფლიომ საქართველოს შესახებ 1989 წელს. მაშინ, როდესაც საბჭოთა მედია ეროვნულ მოძრაობას "ანტისაზოგადოებრივ, მოხულიგნო ელემენტებს" უწოდებდა. 10 აპრილს გამოცემულ გაზეთ თბილისში რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სისასტიკით ჩახშობილ მშვიდობიან პროტესტს "კომპეტენტური ორგანოების კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" უწოდებდა. საბჭოთა ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ "სამართალდამცავებიც დაშავდნენ", პასუხისმგებლობას კი "არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს" აკისრებდა.
თუმცა 9 აპრილი ახსოვთ მოქალაქეებსაც და ადგილზე მყოფ რეპორტიორებსაც. უკრაინელი ფოტოგრაფი, იური როსტი 9 აპრილს ასე იხსენებს:
"ჯავშანტექნიკა რუსთაველის სახელობის თეატრამდე ჩავიდა და გაჩერდა, რითაც შემოგარენის მეორე ხაზი შექმნა. მთავრობის სახლთან კიბეების გასწვრივ ტერასა იყო ხშირი ბუჩქებით. ერთ-ერთი "აწევის" დროს დავინახე, რომ იქ რაღაც უცნაური ხდებოდა. ჯერ მომეჩვენა, რომ დესანტები ბუჩქებს ნიჩბებით ჩეხავდნენ. შემდეგ ბუჩქებში დამალული ადამიანები დავინახე".
9 აპრილი მეორე დღესვე გაშუქდა ამერიკულ მედიაშიც. ტრაგედია ნიუ-იორკ ტაიმსის პირველ გვერდზე მოხვდა: "საბჭოთა საქართველოში დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანია მოკლული". მეორე დღესვე მოვხვდით ვაშინგტონ პოსტის გვერდებზეც: "საქართველოს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ტრადიცია აქვს" — წერდა გამოცემა.
ფოტო: The Ukrainian Weekly
უცხოურ ონლაინ არქივში 9 აპრილზე ერთ გულისამაჩუყებელ ისტორიასაც გადავაწყდი, რომელიც ინგლისურენოვანმა გაზეთმა, The Ukrainian Weekly, დაწერა. გაზეთს 1933 წლიდან გამოსცემს ჩრდილოეთ ამერიკაში უკრაინის დიასპორა.
1989 წლის 30 აპრილს გამოცემულ გაზეთში პირველ გვერდზე საუბარია 20 000 ადამიანზე, რომელიც 16 აპრილს უკრაინის ქალაქ ლვოვში წმინდა მარიამის ეკლესიაში შეიკრიბა. მემორიალურ ცერემონიაზე მათ ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგეს პატივი, თუმცა იქვე ნახსენებია საქართველოც:
"მათ ასევე ილოცეს მშვიდობიანი დემონსტრატებისთვის, რომლებიც ჯარისკაცებმა თბილისში მოკლეს".
32 წლის წინ უკრაინელების სოლიდარობა საქართველოს მიმართ არანაკლებ მნიშვნელოვანია დღევანდელ კონტექსტში, როდესაც თანამედროვე ისტორიაში ქვეყნებს კვლავ საერთო მტერი ჰყავს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრიზისი არ ნელდება, ამის პარალელურად, უკრაინაში, ქვეყნის საზღვრებთან რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს არღვევს. უკრაინის ინფორმაციით, 4 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში მათ პოზიციებს ესროლეს.
რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: გივი ნახუცრიშვილი
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. 5 აპრილს გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა.
9 აპრილს, ღამის 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ ღამის 10 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.
9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
ამავე თემაზე:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა


კომენტარები