"მდუმარე სიცარიელე" — დაათვალიერეთ ჩიჰარუ შიოტას ახალი გამოფენა
დაოსიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ტექსტში, ჩინელი ფილოსოფოსი ჯუან ძი იხსენებს სიზმარს, რომელშიც პეპელა იყო — ჰაერში დაფარფატებდა და საერთოდ აღარ ახსოვდა, რომ ადამიანია. გამოღვიძების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კვლავ ორფეხა სხეულში იმყოფებოდა. ამან მას მნიშვნელოვანი შეკითხვა გაუჩინა: არის ის პეპელა, რომელსაც ჰგონია, რომ ჯუან ძია, თუ ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ პეპელაა?
"ცნობიერების მეტამორფოზა" (2025), შერეული მასალები
"ცნობიერების მეტამორფოზა" (2025), შერეული მასალები
ფოტო: Red Brick Art Museum
ეს უძველესი ისტორია გარდაქმნისა და ცნობიერების მდგომარეობებს შორის გაუმჭვირვალე ზღვარის შესახებ შთაგონებად იქცა იაპონელი ხელოვანის, ჩიჰარუ შიოტას ბრწყინვალე ახალი ინსტალაციისთვის "ცნობიერების მეტამორფოზა". ნამუშევარში რკინის ჩარჩოზე დამაგრებული საწოლის თავზე, თეთრი საბნისა და ბალიშის ფონზე, ბრჭყვიალა განათებები და ფერმკრთალი პეპლის ფრთებია ჩამოშვებული. შიოტა სხეულსა და გონებას შორის მკაცრ გამიჯვნას უარყოფს და ხაზს უსვამს თავის რწმენას, რომ სული სიცოცხლის შემდეგაც აგრძელებს არსებობას. "ყოველ ჯერზე, როცა ძილს მივეცემით, ეს ერთგვარი რეპეტიციაა სიკვდილისთვის — მოგზაურობა სხეულს მიღმა", — ამბობს იგი.
"დროის ექოები" (2025), შავი ნართი და ქვა
"ცნობიერების მეტამორფოზა" არის ერთ-ერთი იმ ინსტალაციებიდან რომელიც შიოტამ პეკინის მუზეუმში გამოფინა. ექსპოზიცია "მდუმარე სიცარიელე" ეფუძნება შიოტას მუდმივ კვლევებს თემაზე "არსებობა არყოფნაში", თუმცა ამჯერად ის ამ იდეას აღმოსავლური ფილოსოფიისა და განმანათლებლობის კონტექსტში განიხილავს.
"დუმილის კარიბჭე" (2025), ტრადიციული ტიბეტური კარის ჩარჩო და წითელი მატყლი
გამოფენის ნაწილია ასევე უძველესი ტიბეტური ბუდისტური კარის ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს ინსტალაციის "დუმილის კარიბჭის" მთავარ ღერძს. ეს მდიდრულად გამოკვეთილი ხის არქიტექტურა მთლიანად გახვეულია მჭიდრო, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ძაფებში. წითელი ძაფი — შიოტას საყვარელი მასალა — სიმბოლურად ასახავს ურთიერთობებს და ამ შემთხვევაში იგი თვითანალიზისა და აწმყოს გააზრებისკენ მოწოდებაა.
ნამუშევრის დეტალი — "დუმილის კარიბჭე" (2025), ტიბეტური ტრადიციული კარის ჩარჩო და წითელი მატყლის ძაფი
ხელოვნების, მეხსიერებისა და რწმენის მეტაფორულად გადახლართვით, შიოტა პირდაპირ გამოხატავს იმ ერთიან ქსელს, რომელშიც ყველანი ვართ გაბმული — მიუხედავად გეოგრაფიისა თუ ეპოქისა. ნამუშევრები, როგორიცაა "დროის ექოები" და "ღრმად ჩაბეჭდილი მოგონებები“, იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა ნიადაგი და დიდი ქვები, რათა აჩვენოს დროის ციკლური ხასიათი და წარსულის გავლენა აწმყოზე.
ფრაგმენტი ნამუშევრიდან "ცნობიერების მეტამორფოზა" (2025), შერეული მასალები
"დაფესვიანებული მოგონებები" (2025), წითელი თოკი, ნავი და მიწა
შიოტამ, რომელიც იაპონურ ქალაქ ოსაკაში დაიბადა, ცხოვრების დიდი ნაწილი ბერლინში გაატარა. გამოფენა "მდუმარე სიცარიელე" მის გლობალურ გამოცდილებას მისსავე ფესვებთან აბრუნებს. იგი საკუთარ თავის გააზრებას მარილის მოლეკულებს ადარებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხდებიან ხილული კრისტალები, როცა წყალი აორთქლდება. "იაპონიაში არ ვიყავი ინდივიდი", — ამბობს ის — "არ ვიცოდი, ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი და რა მჭირდებოდა. მაგრამ როცა გერმანიაში ჩავედი, პირველად გავხდი ინდივიდი, მარილის კრისტალი — და ყველაფერი გავიაზრე".
"მრავალი რეალობა" (2025), შერეული მასალები
ფრაგმენტი ნამუშევრიდან "დუმილის კარიბჭე" (2025), ტრადიციული ტიბეტური კარის ჩარჩო და წითელი მატყლის ძაფი
ეს არყოფნაში ყოფნის კიდევ ერთი მაგალითია: შიოტას მიგრაცია და აღმოჩენების გამოცდილება მისთვის ძირეულად მნიშვნელოვანია. როგორც თავად ამბობს:
"არყოფნა არ ნიშნავს გაქრობას, არამედ უფრო დიდ სამყაროსთან შერწყმას — ხელახლა დაბრუნებას დროის დინებაში და ყველაფერთან ახალი კავშირების გაბმას".
"დროის ექოები" (2025), შავი ნართი და ქვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
კომენტარები