გიორგი გახარია

27 May. 2025, 16:19

"დღეს უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ხელისუფლებამ ჩაატარა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რომ ადამიანებს სამართლიანობის შეგრძნება აღარ აქვთ და თვლიან, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება შემდეგი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს, არ გათავისუფლდება, ქვეყანაში სამართლებრივი შეგრძნება ვერ დაბრუნდება. ამის მისაღწევად აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი,რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს... ვინც თვლით,რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
  2. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
  3. გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
  4. ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
  5. გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი ბრალდებული არასრულწლოვანის, დ.ჩ.-თვის ბრალის დამძიმების მიზეზებს განმარტავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის

"7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული…