"გაზეთი" — აი, რა ვიცით The Office-ის სპინ-ოფზე
ფოტო: Aaron Epstein / Peacock
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტკომად მიჩნეული The Office-ის გამოსვლიდან 20 წელი სრულდება. ამერიკული სერიალი, რომელიც ამავე სახელწოდების ბრიტანული სიტკომის ანალოგია, კულტურულ მოვლენად იქცა. ინტერნეტსივრცე ოფისის მიმებითაა გადავსებული, სერიალიდან ფრთიან ფრაზებს კი დღემდე იყენებენ.
ასე რომ, სულ არაა გასაკვირი, ამდენად ეპოქალურ სერიალს რომ სპინ-ოფი მოჰყვა. მეტიც, დაგვიანებულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს — ოფისის სპინ-ოფს, სახელწოდებით გაზეთი, სულ მალე ვიხილავთ.
ვინ იმუშავებს გაზეთზე?
სერიალის შემქმნელმა ტელეკომპანია NBC-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გაზეთის პრემიერა სექტემბერში შედგება. გადაღებები წინა ზაფხულს დაიწყო. პროექტზე გრეგ დენიელსი და მაიკლ კომენი მუშაობენ. დენიელსს ოფისზეც უმუშავია, კომენი კი ცნობილი კომედიური სერიალის, Nathan For You-ის, შემქმნელია.
რაც მთავარია, აღმასრულებელ პროდიუსერებად რიკი ჯერვეისი და სტივენ მერჩანტი მოგვევლინებიან. სწორედ ამ ლეგენდარული ტანდემის შექმნილია ბრიტანული ოფისი.
რა იქნება ოფისის მსგავსი და რა — განსხვავებული?
ოფისის მსგავსად, გაზეთიც "მოკუმენტური" (დოკუმენტურის პაროდია) სიტკომია. მოქმედება იმავე გამოგონილ სამყაროში ხდება, მაგრამ ამჯერად საგაზეთო ინდუსტრიაში ვინაცვლებთ: გადამღები ჯგუფი, რომელიც დანდერ მიფლინის თანამშრომლებს დაჰყვებოდა, ახლა ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში მიემგზავრება გაზეთ The Truth Teller-ის ("სიმართლის მთქმელი") რედაქციაში, სადაც გამოცემის გამოსაცოცხლებლად ახალი კადრები მოჰყავთ.
ოფისის ერთადერთი პერსონაჟი, რომელზეც დადასტურებულად ვიცით, რომ ახალ სერიალშიც გამოჩნდება, დანდერ მიფლინის ბუღალტერი ოსკარ მარტინესია. მისი ახალი სამსახური სწორედ გაზეთი სიმართლის მთქმელი გახლავთ.
"გრეგ დენიელსს ვუთხარი, ოსკარი თუ დაბრუნდება, ალბათ უფრო ხალხმრავალ და კოსმოპოლიტურ ქალაქში იცხოვრებს-მეთქი", — ამბობს მარტინესის შემსრულებელი მსახიობი, ოსკარ ნუნიესი, — "გრეგმაც დამიჯერა და ოსკარი საცხოვრებლად ტოლედოში გადადის, რომლის მოსახლეობაც სამჯერ აღემატება სკრენტონს [ქალაქი, სადაც დანდერ მიფლინის ფილიალია].
თუმცა, გაზეთში შეიძლება სხვა ნაცნობი სახეებიც ვიხილოთ. ჯონ კრასინსკიმ (ჯიმი) თქვა, რომ თუკი შესთავაზებენ, სერიალში ეპიზოდურ როლს სიამოვნებით შეასრულებს. ოფისის სხვა მსახიობებმა, ჯენა ფიშერმა (პემი) და ანჯელა კინზიმ (ანჯელა) კი, ინტერვიუში აღნიშნეს, რომ გაზეთის გადაღებებს ესწრებოდნენ.
აბა, ვინ ითამაშებს გაზეთში?
სერიალში მთავარ გმირებს დონალ გლიზენი (გაზეთის ახალი თანამშრომელი) და საბრინა იმპაჩატორე (გაზეთის მთავარი რედაქტორი) განასახიერებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება HBO-ის თეთრი ლოტოსიდან გახსოვდეთ, რომლის მეორე სეზონშიც სასტუმროს მენეჯერი განასახიერა. გლიზენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი კი ჰარი პოტერში შესრულებული ბილ უიზლია.
სერიალში მონაწილე სხვა მსახიობები არიან ჩელსი ფრაი, მელვინ გრეგი, ბემისოლა იკუმელო, ალექს ედელმანი, რამონა იანგი და ტიმ ქი.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები