დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა — რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ფოტო: The Guardian
დღეს, 27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სადაც ის აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.
სტატიას ასეთი სათაური აქვს: "ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი — როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი".
The Guardian-ის პუბლიკაციაში ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი მკვლელობის ბრძანება ბიძინა ივანიშვილის გაცემული არაა.
"[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია", — ამბობს ბაჩიაშვილი.
იგი ასევე ვარაუდობს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
"ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს, ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე", — უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას (რადიო თავისუფლებას თარგმანი).
როგორც რადიოა თავისუფლება The Guardian-ზე დაყრდნობით წერს, ბაჩიაშვილს საქართველოში ბრალის წაყენების შემდეგ ჩამოართვეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პასპორტი, თუმცა რუსულ პასპორტს ვადა გაუვიდა, რამაც მას რუსეთში ამ პასპორტის ჩუმად განახლების შესაძლებლობა მისცა.
სომხეთიდან ის კატარში გაფრინდა, ხოლო კატარიდან სად გაემგზავრა, უცნობია. არც The Guardian წერს, სად შეხვდნენ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ბაჩიაშვილს, რის მიზეზადაც ბაჩიაშვილის თხოვნას ასახელებს "უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე".
რაც შეეხება გაქცევის ახალ დეტალებს, თვეების განმავლობაში ის კახეთში მოგზაურობდა, რითაც მასზე მოთვალთვალე სპეცსამსახურებს არწმუნებდა, რომ ეს მისი ჩვეული რუტინა იყო;
2 მარტს მან მძღოლსა და დაცვის წევრს უთხრა, რომ სურდა კახეთში წასვლა, თუმცა შუა გზაში მანქანიდან ჩამოვიდოდა ჟურნალისტთან შეხვედრის მიზნით — ერთი-ერთზე, საიდუმლოდ;
"მანქანიდან ჩამოვხტი, "კუდი" საკმაოდ შორს იყო, კუთხის უკან, შენობა გავიარე და ჩავჯექი მანქანაში, რომელიც იქ მელოდებოდა", — ამბობს ბაჩიაშვილი;
მისი თქმითვე, მობილური ტელეფონი იმ ავტომობილში, ჩანთაში დატოვა, რომ ამგვარად აერია კვალი. სავარაუდოდ, ამის შემდეგ გაემართა ის "ტოიოტა ქამრით", მანქანაში მოწყობილი სამალავით, სომხეთის საზღვრისაკენ, — წერს რადიო თავისუფლება.
ბაჩიაშვილი The Guardian-თან ამბობს, რომ ივანიშვილი საკუთარი მოკვდაობითაა შეპყრობილი და ხეებს სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.
"იგი ატარებს უამრავ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ეს "ვუდუს". ერთი ასეთი "ვუდუ ოსტატი", იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს", — ამბობს ბაჩიაშვილი.
The Guardian წერს, რომ კრუშანოვა საკუთარ თავს "დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის სპეციალისტს" უწოდებს. ივანიშვილის ადვოკატი კი უარყოფს, რომ კრუშანოვა ივანიშვილთან ცხოვრება:
"ბაჩიაშვილის ეს განცხადებები აბსურდულია. გარწმუნებთ, არანაირი ექიმი მასთან არ ცხოვრობს, მით უმეტეს რაღაც "ოკულტური" გადახრებით და არანაირი ექსპერიმენტები არ ტარდება", — ამბობს ადვოკატი.
მიმდინარე წლის 23 აპრილს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ ორ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოსგან აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოცემული საფრთხის გათვალისწინებით, იურიდიულ ჯგუფს არ დარჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ გაავრცელონ შესაბამისი განცხადება საჯაროდ და მოუწოდონ საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებს, დაიცვან გიორგი ბაჩიაშვილის უსაფრთხოება და გამოიძიონ საქმეზე პასუხისმგებელი პირები.
"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, ბატონ ამსტერდამს იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაავრცელოს და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ისინი, ვინც ამ სავარაუდო შეთქმულების უკან დგანან," — ნათქვამი იყო განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი აცხადებდა, რომ მკვლელობის შეთქმულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს "გარე ძალებთან, რომელთაც სურთ საქართველოში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო არევა".
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი გზა ყველა სერიოზული პოლიტიკური ოპონენტისა და რეჟიმის კრიტიკოსის გასანადგურებლად," — განაცხადა რობერტ ამსტერდამმა.
შეგახსენებთ, 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორს ბრალი საერთო ჯამში სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი.
მას თავდაპირველად ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მან 43 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, ამ საქმეზე, მას გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი "მტკვარი ჰესის" საქმეზე აქვს. კერძოდ — სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
ბაჩიაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც.
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
კომენტარები