რასა იუკნევიჩიენე

26 May. 2025, 23:14

რასა იუკნევიჩიენე: "ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ.

დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე, საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას "დებიძინიზაციის" ეშინია. თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. ბიძინას კოლაბორაციონისტებს მივმართავ, ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან რაც მათ სურთ.

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ქართველებო. თქვენ შთაგვაგონებთ. მე დაკავებული მებრძოლების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უამრავ სხვას. საქართველო ევროპაა. მინდა აქ, თქვენთან ერთად უკრაინის მიმართ მადლიერება გამოვხატო, რომელიც საკუთარი სისხლით მთელ ევროპას იცავს. დიდება უკრაინას. მე ერთიანი დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მამაცი ქართველი ხალხის მჯერა. ღმერთმა დალოცოს საქართველო"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვინ აფინანსებდა "ტელეიმედს", "რუსთავი 2"-ს, "პოსტვ"-ის, "ტვ პირველს" და "ფორმულას" III კვარტალში?
  2. ირაკლი კობახიძე: ქვეყანა თავზე რომ დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი
  3. ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
  4. აზერბაიჯანული მედია: საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების გაჩერების მიზეზი შესაძლოა "ზანზეგურის დერეფანია"
  5. საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას აგარაკი გაძარცვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ

ტყუპებზე ჩატარებული ახალი კვლევა ტელეფონთა უსაფრთხოებაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს,…