მეტროპოლ ქავთარაძე — თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე თბილისში — რა ეტაპზეა პროექტის მშენებლობა?
ფოტო: მეტროპოლი
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქავთარაძის ქუჩაზე, ახალ, გამორჩეულ პროექტს ახორციელებს. მეტროპოლ ქავთარაძე ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და კომპლექსის მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის მასალით მიმდინარეობს.
მეტროპოლ ქავთარაძე ორ 25 სართულიან შენობას და განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.
მეტროპოლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მეტროპოლ ქავთარაძის სამშენებლო სამუშაოებს ანაგი ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35 წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
ფოტო: მეტროპოლი
ტატო მაჩაბელი, მეტროპოლის საოპერაციო დირექტორი: “მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა დათქმულ ვადებში და ყველა შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ A1 ბლოკის შემთხვევაში სამუშაოები გრაფიკსაც კი უსწრებს — დამატებით უკვე აშენებულია ორი სართული.
ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რადგან გვინდა, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, მეტროპოლ ქავთარაძის მომავალ მობინადრეებს ზუსტ ვადაში ჩავაბაროთ სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს. მეტროპოლისა და ანაგის პროფესიონალი გუნდების კოორდინირებული მუშაობის წყალობით ამ მიზანს მივაღწევთ. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მიმდინარეობას მუდმივად აკვირდებიან ჩვენი მომავალი მობინადრეებიც, რის გამოც პროცესი კიდევ უფრო სანდოა“.
ფოტო: მეტროპოლი
ამ ეტაპზე მეტროპოლ პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს.
A1 ბლოკზე უკვე მოწყობილია მე-11 სართულის გადახურვის ფილები, ხოლო პირველი საცხოვრებელი სართულიდან დაწყებულია ენერგოეფექტური Ytong ბლოკის მოწყობა.
A2 ბლოკზე უკვე დასრულდა მე-8 სართულის ფილებით გადახურვა.
პროექტის ფასადი ენერგოეფექტური Ytong-ის აირბლოკით (გაზობლოკით) მოპირკეთდება. შიდა ტიხრები კი პემზისა და ბეტონის მაღალი ხარისხის ბლოკებით აშენდება, რაც გამართულ ხმის იზოლაციასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟი, ხოლო გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე დაიწყება შემდეგი სამუშაოები:
- საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა
- ბინების შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მათ შორის, თაბაშირის ლესვა და იატაკის მოჭიმვა
ყველაფერი, რაც ჩაიფიქრე, მეტროპოლში დაგხვდება!
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ ქავთარაძე, ჯამურად, 16,490 მ² ფართობზეა განთავსებული და მისი სარეკრეაციო ზონა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული სივრცე იქნება. ორი 25 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურით, არამედ ცხოვრების მაღალი სტანდარტითაც გამოირჩევა. პროექტში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული — სპორტული მოედნები, სკვერები, საფეხმავლო ბილიკები და სხვა სივრცეები სოციალიზაციისთვის, მათ შორის, საბავშვო ბაღი, რის გამოც პროექტი ოჯახებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და კომფორტულია.
ფოტო: მეტროპოლი
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: მეტროპოლ ქავთარაძე ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბინების 60%-ს უკვე ჰყავს მომავალი მფლობელები. ეს იქნება კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელსაც ყველაზე დიდი სარეკრეაციო სივრცე ექნება. პროექტი გააერთიანებს 534 აპარტამენტს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეარჩიოს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბინა — იქნება ეს სტუდიო, ერთსაძინებლიანი ბინა თუ პენტჰაუზი, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ. ბინების ფართობი იწყება 51.6 კვ.მ-დან და აღწევს 187.4 კვ.მ-მდე, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მაქსიმალურად პასუხობს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას“.
მეტროპოლ ქავთარაძე — გარემო, რომელიც უკეთესი ცხოვრებისთვის ჩაიფიქრე
მეტროპოლ ქავთარაძის კომპლექსი მობინადრეებს არაერთ დამატებით სერვისსა და ფუნქციურ სივრცეს შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საოფისე და კომერციული ფართები, რაც ცხოვრების მრავალფეროვან საჭიროებებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
კომპლექსს ექნება კეთილმოწყობილი საპარკინგე ინფრასტრუქტურაც — ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც 334 ავტომობილზე იქნება გათვლილი.
მეტროპოლის სხვა პროექტების მსგავსად, აქაც უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენება. შენობის ფასადისთვის შერჩეულია გერმანული YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის თბოიზოლაციით და მნიშვნელოვნად ამცირებს მობინადრეების კომუნალურ ხარჯებს.
მეტროპოლის შესახებ
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
მეტროპოლი გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ბაგები, ამჟამად პროექტების — მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მეტროპოლის პირველი სუბურბანული პროექტის — მეტროპოლ ლისის მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო — Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები