ევროვიზიის გამარჯვებული და ესპანეთის პრემიერი კონკურსიდან ისრაელის მოხსნას ითხოვენ
ფოტო: Borja Puig de la Bellacasa; Fabrice Coffrini
2025 წლის ევროვიზია დასრულდა, მაგრამ კონკურსის ირგვლივ ცხარე დისკუსია არ წყდება. წლევანდელ ევროფესტივალზე ისრაელის განსაკუთრებულმა წარმატებამ არაერთი აღაშფოთა, მათ შორის, კონკურსის გამარჯვებული და ესპანეთის პრემიერმინისტრი.
ისრაელის წარმომადგენელმა იუვალ რაფაელმა, რომელიც ჰამასის 7 ოქტომბრის ტერაქტს გადარჩენილი მომღერალია, თავის ქვეყანას ევროვიზიაზე მეორე ადგილი მოუტანა. რაფაელი ტელემაყურებლის რჩეული გახდა — მან მაყურებლისგან უმაღლესი, 297 ქულა დაიმსახურა. ასეთმა შედეგმა ზოგიერთი გააკვირვა: ევროვიზიის მონაწილე რამდენიმე ქვეყნის მაუწყებელმა ხმის მიცემის პროცესის შემოწმებაც მოითხოვა; მათ შორის არიან ესპანეთი, ისლანდია, ბელგია, ფინეთი და ირლანდია.
ხმის მიცემის პროცესში მეტ გამჭვირვალობას ითხოვს ევროვიზიის წლევანდელი გამარჯვებულიც, ავსტრიელი JJ, რომელმაც არცერთი ქვეყნის ტელემაყურებლისგან არ მიიღო უმაღლესი 12 ქულა. მეტიც, მაყურებლის ქულებით ავსტრიამ მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში კი მე-5 პოზიციას დასჯერდა. ჟიურის რჩეული JJ ახლა ისრაელის მონაწილეობის წინააღმდეგაც გამოდის. მუსიკოსის თქმით, ისურვებდა, ევროვიზია მომავალ წელს ვენაში ჩატარდეს და კონკურსში ისრაელი აღარ მონაწილეობდეს.
"იმედგაცრუებული ვარ, რომ კონკურსიდან რუსეთი მოხსნეს, ისრაელი კი დატოვეს", — ამბობს JJ, — "ომში ორივე მათგანი აგრესორია და აქტიურად ცდილობენ გამოწვევას".
ევროვიზიის ფანების ნაწილი ისრაელის კონკურსიდან მოხსნას უკვე მეორე წელია, ითხოვს. ქვეყნის დისკვალიფიკაციის მომხრეა შარშანდელი გამარჯვებული, შვეიცარიელი ნემოც. რამდენიმე კვირის წინ, ევროვიზიის ყოფილი მონაწილეების ნაწილი მოთხოვნას ღია წერილითაც შეუერთდა.
11 მაისი, ევროვიზია 2025-ის გახსნის ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში: შეკრებილები პალესტინის დროშებით და საპროტესტო ბანერებით ხვდებიან ისრაელის წარმომადგენელს. პალესტინური ქუფიით შემოსილმა ერთ-ერთმა პროტესტანტმა მუსიკოსს ყელის გამოჭრის გამომხატველი ჟესტიც უჩვენა, რის გამოც ისრაელის დელეგაციამ ადგილობრივ პოლიციას მიმართა.
ფოტო: Fabrice Coffrini / AFP
ევროვიზიაზე ისრაელის მონაწილეობის საკითხი პოლიტიკოსების ნაწილსაც აღელვებს. ესპანეთის პრემიერმინისტრმა კონკურსზე ქვეყნის მოხსნა ღიად მოითხოვა. პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ "ორმაგი სტანდარტების არსებობა არ უნდა დავუშვათ", რადგან რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროფესტივალზე მონაწილეობა შეეზღუდა. სანჩესი და მისი მთავრობა ისრაელს "გენოციდში" ადანაშაულებენ. ესპანეთმა შარშან პალესტინა დამოუკიდებელ ქვეყნადაც აღიარა.
ევროვიზიის ფინალის დაწყებამდე, კონკურსის ორგანიზატორების გაფრთხილების მიუხედავად, პალესტინის მხარდასაჭერი გზავნილი გაავრცელა ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. თუმცა, ისრაელი ესპანელი ტელემაყურებლის რჩეულიც გახდა და ქვეყნისგან უმაღლესი 12 ქულა მიიღო. დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ამიხაი შიკლიმ, სანჩესს სოციალურ ქსელში დასცინა; ესპანეთის მიერ ისრაელისთვის დაწერილმა ქულამ ქვეყნის პრემიერს ისეთი სილა გააწნა, ხმა იერუსალიმში გავიგეთო, თქვა შიკლიმ.
ევროვიზიის ორგანიზატორი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), კონკურსიდან ისრაელის მოხსნის მოთხოვნებს აქამდეც არაერთხელ გამოხმაურებია. EBU-ის მტკიცებით, ევროვიზია უნივერსალურ, აპოლიტიკურ და ინკლუზიურ შოუდ უნდა დარჩეს, რომელიც მუსიკით მრავალფეროვნებას ზეიმობს. ევროვიზიის ხელმძღვანელი მარტინ გრინი ასევე განმარტავს, რომ კავშირი მაუწყებლების გაერთიანებაა და არა — ქვეყნების მთავრობების.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები