პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა, 334-დან 69 დაუსაბუთებელი იყო — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. მონიტორინგმა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მზარდი მაჩვენებელი გამოავლინა.
მათი განცხადებით, ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო აღმოჩნდა 2019-2020 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული მონაცემი, რომელიც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 6%-ით არის გაზრდილი. პროკურატურა 686 ბრალდებულიდან 454-ის (66%)
მიმართ ითხოვდა პატიმრობას. აქედან სასამართლომ 116 (26%) შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"საია დადებითად აფასებს სასამართლოს მხრიდან პატიმრობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებლის შემცირებას. თუმცა, მეორე მხრივ, დაუსაბუთებელი პატიმრობის შემთხვევების მატება ადასტურებს, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ამ სახეს კვლავ არ განიხილავს, როგორც ყველაზე მკაცრ ზომას, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული", — ნათქვამია დოკუმენტში.
საია-ს განცხადებით, მზარდია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მაჩვენებელიც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2018-2019 საანგარიშო პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15%) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლებში 334-დან 69, ანუ — 21%.
ანგარიშში განმარტებულია, რომ პატიმრობა დაუსაბუთებლად მიიჩნევა, როდესაც ის გამოყენებული არ არის, როგორც ბრალდებულის თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ზომა, ასევე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლე დასაბუთების ნაწილში ყურადღებას არ ამახვილებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე, არ მსჯელობს მისი მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე, მხოლოდ აბსტრაქტულად უთითებს მათზე და მაშინაც კი იყენებს პატიმრობას, როდესაც პროკურატურა არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებს საზოგადოებისგან პირის იზოლაციისა და მის მიმართ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიების შეფარდების საჭიროებას.
4-წლიანი მონიტორინგის პერიოდში საია პირველი წარდგენის 1 628 სხდომას დაესწრო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სასამართლო, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს — გირაოსა და პატიმრობას იყენებდა. მათი განცხადებით, ეს ადასტურებს სასამართლოების მხრიდან გირაოსა და პატიმრობის შერჩევის უალტერნატივობას.
"ხშირად ბრალდების მხარე დაუსაბუთებლად ითხოვდა გირაოს გამოყენებას და არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესახებ. ასეთ შემთხვევებში, ბრალდების მხარე მხოლოდ გირაოს გამოყენების დასაბუთებით შემოიფარგლებოდა და თავს არიდებდა გირაოს ოდენობის დასაბუთებას. მართალია, სასამართლო ცდილობდა პირის ქონებრივი შესაძლებლობების დადგენას, თუმცა ხშირად ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო არ იყო ზომიერი და სათანადო ღონისძიება", — ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.
გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ:
- 1 332 სხდომიდან სასამართლომ მხოლოდ 8 შემთხვევაში გამოიყენა პირადი თავდებობა, 28-ში შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 51-ში არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო ან პატიმრობა;
-
სასამართლოდან მიღებული განჩინებების ანალიზის საფუძველზე, პროკურატურის მიერ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისას, უმეტესწილად, პროკურორი უთითებდა პატიმრობის გამოყენების ერთდროულად ყველა საფუძველს, როდესაც რეალური დასაბუთება, შესაძლოა, ჰქონდეს მხოლოდ ერთს;
-
არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ საიას მიერ გამოთხოვილ 62 განჩინებიდან პროკურატურა თითქმის ყველა შემთხვევაში (61 შემთხვევა) შუამდგომლობდა გირაოს შეფარდებას. მხოლოდ 1 საქმეში მოითხოვა პროკურატურამ ღონისძიების — შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ — გამოყენება.
საიას განცხადებით, განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა 36 (58%) შემთხვევაში იყო დაუსაბუთებელი ან არასაკმარისად დასაბუთებული. მათი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთებაზე ბრალდების მხარე არასათანადო ძალისხმევას მიმართავს.
გარდა ამისა, საია-ს განცხადებით, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე პირების დაკავებულის სტატუსით წარდგენამ, ხოლო დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ავტორების თქმით, უმეტესად, სხდომაზე მოსამართლეები დაკავების კანონიერებას არ ამოწმებენ.
"სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ მზარდია პროკურატურის მიერ ჩხრეკა/ამოღების წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარების მაჩვენებელი, ასევე, კრიტიკულად მოიმატა სასამართლოს მხრიდან ამ საგამოძიებო მოქმედებების დაკანონების მაჩვენებელმა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
საია მიუთითებს, რომ პრობლემას წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დადგენილი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის ფორმალური ხასიათიც, რადგან მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რისკების შემცირებისა, სასამართლო იშვიათად ცვლის პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ განხილულ საქმეთა უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ხოლო მისი ყველაზე დიდი წილი მოდის ნარკოტიკულ (30%), საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ (27%) და სატრანსპორტო (18%) დანაშაულებზე.
"სასამართლო, უმეტესად, ისე ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, რომ არ მსჯელობს, რამდენად კანონიერი და სამართლიანია შუამდგომლობაში ასახული სასჯელი. ბოლო წლის მონაცემებით, მონიტორინგი ამ მიმართულებით მცირე გაუმჯობესებას აჩვენებს. კერძოდ, თუ წინა წლებში საპროცესო შეთანხმების კანონიერებაზე მსჯელობა 2-3%-ის ფარგლებში ხდებოდა, 2019 წლის მარტი 2020 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში 9% შეადგინა", — ნათქვამია დოკუმენტში.
აქ, ასევე, ვკითხულობთ, პრობლემას წარმოადგენს საპროცესო შეთანხმებათა დამტკიცება მცირე დროში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვის გარეშე ან მხოლოდ შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილის წარმოდგენის შედეგად. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საპროცესო შეთანხმების სხდომებზე შეინიშნება სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატებსა და მათი დაცვის ქვეშ მყოფებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მზარდი მაჩვენებელი.
ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზად გამოკვეთს სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურებას. მათი განცხადებით, არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. საია-ს თქმით, შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება. არსებით განხილვებზე საუბრისას, საია აღნიშნავს, რომ:
- 2016-2020 წლებში საქმის არსებითი განხილვის სხდომა გადაიდო, საშუალოდ, შემთხვევათა 44%-ში. ძირითადად, პროცესის გადადება განპირობებულია პროკურორის მიერ მოწმეთა ვერწარმოდგენის (32%) ან მხარეთა გამოუცხადებლობის (28%) მიზეზით. ასევე, ხშირად სხდომის გადადება ხდება საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მოტივით (22%);
- 2016-2020 წლების მონაცემებით, პრაქტიკულად, ყოველი მესამე სხდომა დაგვიანებით დაიწყო. ეს, ძირითადად, გამოწვეული იყო მოსამართლის მიზეზით (40%), ასევე, სხვა საქმეზე მიმდინარე პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელებით (21%). ზოგჯერ კი სხდომა დროულად ვერ იწყებოდა მხარეთა დაგვიანების გამო (15%);
- მონიტორინგმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოავლინა გამამართლებელი განაჩენების მზარდი ტენდენცია. ამას ადასტურებს საერთო სასამართლოების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგა საქმეთა 3%-ში, 2017 წელს — 4%-ში; 2018 წელს 8%-ში; 2019 წელს — 10%-ში, ხოლო 2020 წლის 6 თვის მონაცემით საქმეთა 9%-ში.
ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ გაიზარდა ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთაც.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მიერ წარმოებული ამგვარი საქმეების რაოდენობა. გენდერის ნიშნით შეუყწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს გამოიკვეთა 25 ბრალდებულის მიმართ, 2018 წელს — 111, 2019 წელს — 120, ხოლო 2020 წელს — 178 ბრალდებულის მიმართ", — ნათქვამია ანგარიშში.
საიას განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს, უმეტესწილად, პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს, როდესაც საქმე ოჯახში ძალადობისა ან ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულს ეხება.
"სასამართლო მონიტორინგის 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულებზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა საქმეთა 79%-ში, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში — 90%-ში, ხოლო 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში — 87% შემთხვევაში", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშში ნარკოტიკულ დანაშაულებზეც არის საუბარი და გამოკვეთილია, რომ ამ დროს აღკვეთის ღონისძიებები, სხვა ტიპის დანაშაულებთან შედარებით, უფრო ხშირად არის დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებული;
კერძოდ, საიას განცხადებით, ნარკოტიკული დანაშაულების საქმეზე შესწავლილი განაჩენები აჩვენებს, რომ ისინი, უმეტესად, გამამტყუნებელი შედეგით სრულდება. 86 განაჩენიდან მხოლოდ 3 (4%) საქმეზე, 3 ბრალდებულის მიმართ, დადგა გამამართლებელი განაჩენი.
"ნარკოტიკული დანაშაულებისთვის განსაზღვრული მკაცრი სასჯელები, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გზით და არსებითი განხილვის გარეშე (საპროცესო შეთანხმებით) განაჩენის გამოტანის შემთხვევებში, იწვევს ინდივიდების არსებითად განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას;
სასამართლო მონიტორინგის შედეგებისა და შესწავლილი განაჩენების თანახმად, საპროცესო შეთანხმებით დასრულებული ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასჯელად იშვიათად გამოიყენება რეალური თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თუ გამოიყენება, ისიც მცირე ვადით და სხვა დამატებით სასჯელთან ერთად", — აცხადებენ საიაში.
რაც შეეხება მძიმე სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები სათანადო გულისხმიერებით არ ეკიდებიან სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს. კერძოდ, ავტორები მიუთითებენ, რომ მათი რეაგირება უფრო მეტად ორიენტირებულია ბრალდებულთა დასჯასა და არა — მათ შემდგომ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე;
საიას განცხადებითვე, ანგარიშები ავლენს საზოგადოებისთვის ნაკლებად საშიშ არაერთ ქმედებას, რომელზეც სასამართლოს უფრო ჰუმანური პოლიტიკის გატარება შეეძლო.
ანგარიში სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას ემსახურება. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.
-
გადახედვასხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
-
გადახედვაანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ ანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ
-
გადახედვააფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
-
გადახედვამიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! მიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს!
-
გადახედვაარასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება" არასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება"
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება ევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
-
გადახედვა20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება 20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას
-
გადახედვა18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება 18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება
-
გადახედვაილჰამ ალიევი: კარგია, რომ ვითარება საქართველოში უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის ილჰამ ალიევი: კარგია, რომ ვითარება საქართველოში უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
-
გადახედვანახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება
-
გადახედვადააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს ნონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს
კომენტარები