3 აპრილს საქართველოში 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინა შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ხვალ, 3 აპრილს საქართველოში 100 000 დოზა Sinopharm-ის ვაქცინა შემოვა. როგორც გაბუნია განმარტავს, მისი შენახვის პირობები ისეთივე, რაც AstraZeneca-ს შემთხვევაში — +2-დან +8 გრადუსამდე.
"ხვალ ჩამოვა Sinopharm-ი, 100 000 დოზა. რომელიც გახლავთ ჩინური ვაქცინა. ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი, ძალიან ფართოდ და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2-დან +8 გრადუსამდე. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში. იგივე, რაც AstraZeneca-სთვის", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Sinopharm-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, იგი ქვეყანაში შემოდის დაშვებით, რომ აპრილის ბოლომდე მას ჯანმოც აღიარებს.
"დღეს გლობალურად ბაზარზე ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ პოტენციური ვაქცინა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს Sonopharm-ი აპრილის ბოლომდე, შევიძინეთ ეს ვაქცინა.
რა თქმა უნდა, თვალს ვადევნეთ და ვაგრძელებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა რომელიმე ქვეყანაში Sinopharm-ის მოხმარებასთან დაკავშირებით", — ამბობს გაბუნია.
მისი ინფორმაციით, Sinopharm-ისთვის, ისევე როგორც Sinovac-ისა და Moderna-სთვის, ჯანმოს ავტორიზაციის მინიჭება აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
"გუშინ განახლდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Moderna-სთვის [ავტორიზაციის მინიჭების თარიღად]. ეს არის ის სამი დაწინაურებული ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მათთვის ჯერ არ მიუცია", — აცხადებს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამართლებრივად, უნგრეთის მარეგულირებლის ავტორიზაცია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გადაზღვევის საფუძველს აძლევს.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები