ქვეყნის და პირადად ჩვენი, ექიმების სირცხვილი იქნება, ვაქცინების ეს მცირე დოზები თუ ვერ ავითვისეთ — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის სირცხვილი იქნება, თუ ვაქცინების ის მცირე დოზებიც კი ვერ ავითვისეთ, რაც გვაქვს.
"ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში და ზოგადად, ის რომ საქართველომ ეს ძალიან მცირე დოზები ვაქცინებისა ვერ ავითვისოთ, ეს იქნება სირცხვილი ქვეყნის და პირადად ჩვენი სირცხვილი, ექიმების.
იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აცრებზე გადის პანდემიის დასრულების გზა, აცრაზე უკეთესი, ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის და დღეს, უკვე არაინფექციური დაავადების, მათ შორის კიბოს პრევენციისთვის, კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. გამოდის, რომ ქართველები მაშინ ცოტა, მაპატიეთ და მეტი განათლება და მეტი ცოდნა გვჭირდება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, თუ იმ ჯგუფებში, ვისთვისაც ახლა ხელმისაწვდომია ვაქცინა, აცრის მსურველთა რაოდენობა არ გაიზარდა, კიდევ გაფართოვდება არეალი.
"იცით, რომ პირველ რიგში იცრებოდნენ სამედიცინო პერსონალი, იგივე AstraZeneca-თი. რადგან დაბალი იყო აქტიურობა, ჩვენ დავაჩქარეთ რეგისტრაცია უკვე და გავხსენით 65 წელს ზემოთ. დავაკვირდებით ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში. თუ ვნახეთ, რომ კვლავ დაბალია აქტიურობა, რა თქმა უნდა, მერე მეორე ნაბიჯზე გადავალთ, ანუ, გავაფართოვებთ აცრის არეალს", — განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ვაქცინა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იყო ხელმისაწვდომი. გეგმის მიხედვით, მედპერსონალის შემდეგ, იგი უნდა გავრცელებულიყო ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, 22 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
საქართველოში პირველად AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა.
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 მარტის 14:00 საათის მონაცემებით 4 152 ადამიანი აიცრა, სპეციალურად ვაქცინაციისთვის შექმნილ პორტალზე, booking.moh.gov.ge-ზე კი 11 273 ადამიანია დარეგისტრირებული.
გაიგეთ მეტი:
- აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა
- ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც კოვიდთან საბრძოლველად გაგვაჩნია — აშშ-ის საელჩო
- ვაქცინაზე საყოველთაო რეგისტრაცია აპრილში დაიწყება, ვაქცინაცია – მე-3, მე-4 კვარტალში
- არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება — ტიკარაძე
- ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, რამეთუ პერმანენტული მოწოდება იქნება — ცერცვაძე
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები