"თქვენი თავისუფლება ინფორმირებულ საზოგადოებას ნიშნავს" — კალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მოულოცა და ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე დაპოსტა.
"ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას. წარმატებები", — წერს კალაძე.
კალაძე ჟურნალისტების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. გარდა ამისა, რომ ხშირად შეურაცხმყოფელად მიმართავს მათ, ის, მედიას დეზინფორმაციაშიც ბევრჯერ სდებს ბრალს. მაგალითად, 13 თებერვალს თბილისის მერმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და კითხვის დასმას ცდილობდა, შეურაცხმყოფელად მიმართა და უთხრა: "ახალგაზრდა კაცი ხარ ტო, ცოტა ხო უნდა იაზროვნო".
მსგავსი შემთხვევა მოხდა 2019 წლის 26 დეკემბერსაც, როცა მთავარი არხის ჟურნალისტი კალაძეს ნაძვის ხესთან დაკავშირებით უსვამდა კითხვას. "სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ" — ასე მიმართა თბილისის მერმა მედიის წარმომადგენელს, რომელსაც აინტერესებდა თუ რატომ იყო საახალწლო ნაძვის ხეზე ტოტების სიმცირე და რამდენად სწორად იყო შევსებული სატენდერო პირობები.
ამასთან, თბილისის მერმა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე TV პირველის ჟურნალისტს ასე უპასუხა: "დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული".
გარდა ამისა, სიტყვებით — "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ", 24 ივნისს კალაძემ ფეიკნიუსთან ბრძოლაც დააანანოსა. მისი თქმით, რადგან არჩევნები ახლოვდებოდა, მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა. სწორედ ამიტომ, დააპირა, რომ მათთვის "არგუმენტირებულად" და "რაციონალურად" ეპასუხა.
მედიას ბოიკოტს უცხადებენ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც. მაგალითად, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ვიზიტისას, როდესაც ჟურნალისტები მისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ, დისკრიმინაციული ტერმინით მოიხსენია და თქვა, რომ "გიჟები არიან".
"ნუ ზონდერობ რა, ახალგაზრდა ბიჭიკო" — არასასურველი კითხვის საპასუხოდ მიმართა ჟურნალისტს მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ. მან ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტებისა და მედიის კრიტიკაზე უარს ვერ იტყოდა.
ვახო სანაიას სამი პირი მაშინ დაესხა თავს, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამ ფაქტს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს გამოიწვია იმ "პროპაგანდამ", რაც კრიტიკული არხების მიმართ ხორციელდება.
"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა", — ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების ახალი სახე, მაკა ბოჭორიშვილი სანაიაზე თავდასხმას.
აშშ-ს საელჩომ კი მმართველ გუნდს მოუწოდა სანაიას საქმესთან ერთად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეებიც.
სწორედ ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ მიმართეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მანიფესტით, რომელშიც საუბარია მედიის მუშაობაზე იმ პირობებში, როცა მმართველი პარტია აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობს კრიტიკული მედიის კითხვებს. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმებს.
მანიფესტში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობს კრიტიკული მედიის კითხვებს, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს კი პოლიტიზებულია და ცდილობს ცენზურა დაუწესოს მედიას.
მედიის მანიფესტს შეუერთდა On.ge-ც. გამოცემის რედაქტორმა, ხატია ღოღობერიძემ ისაუბრა პოლიციის მხრიდან უშუალოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზეც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მმართველ პარტიას მიმართა, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ მედიის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები