ნოვრუზ ბაირამზე სახელმწიფოს მიდგომა ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას აჩვენებს — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნოვრუზ ბაირამზე სახელმწიფოს მიდგომა ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას აჩვენებს. მათი თქმით, ეს კიდევ უფრო პრობლემური და დისკრიმინაციული ჩანს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ არაერთი შეღავათი დაუშვა სხვა დღესასწაულების თუ საჯარო თავყრილობის დროს, ხოლო ნოვრუზ ბაირამზე კომენდანტის საათი არ მოხსნა.
"დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც ჩვენი სახელმწიფო რთულად ახერხებს უფრო პროგრესულ და გამაერთიანებელ პოლიტიკურ იდეებზე და წარმოსახვაზე დაფუძნებული ერთობის შექმნას, სადაც სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკური ჯგუფები თანასწორ მოქალაქეებად არიან დანახულები და წარმოდგენილები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC-ის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის, განათლებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნის მიმართულებით. კერძოდ, არასამთავრობოს პოზიციით, სახელმწიფო ფორმალური პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნის მიღმა, რეალურ ცვლილებებზე მიმართულ ქმედით პოლიტიკას არ ატარებს და მისი ძალისხმევა სუსტია.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულმა თემმა პრემიერმინისტრს ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით გაუქმების თხოვნით მიმართა, თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
"კულტურულ რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", — განაცხადა მთავრობის ადმინისტრციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.
მსგავსი უარი თვეების წინ მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელა.
ეს იმ ფონზე, როცა 6-7 იანვრის, მართლმადიდებელი ქრისტიანების შობის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა მოიხსნა. იმ პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო და შეზღუდვებიც ბევრად უფრო მკაცრი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა არამხოლოდ დომინანტური რელიგიური ჯგუფისთვის, არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც — 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრეებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. კომენდანტის საათი არ შეეხებათ.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის ე.წ. კომენდანტის საათის დროებით მოხსნას ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოც.
21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზს აღნიშნავს. ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა, ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენაა. აზერბაიჯანული თემის განცხადებით, ეს ყველაფერი საღამოს საათებში სრულდება, ხოლო 21:00 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში ხელს უშლით.
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები