მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაიზრდება.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის.

"საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7241.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული", — წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ასევე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3,6%-ით განისაზღვრა, რაც, მათივე თქმით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგია და არ ასახავს ფასების რეალურ დინამიკას.