ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის განმუხტვაზე — ევროპარლამენტარი
ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრის, სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
სვენ მიქსერის განცხადებით, ელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დაძაბულობის განმუხტვაზე.
"მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, რაც პოლიტიკურ დაძაბულობას უფრო ზრდის. ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დაძაბულობის განმუხტვაზე, კონრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავლის პოვნასა და პროვოკაციებზე არაპროპორციულ რეაგირებაზე. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კომპლექსურია, არამარტო შავი და თეთრი", — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ის, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში შევიდეს, ვინაიდან პარლამენტი ის ადგილია, სადაც პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაწყდეს.
"დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ნოემბერში საპარლამენტო არჩევნები მოიგო. გარკვეული დარღვევების მიუხედავად, ოდირმა არჩევნები კონკრეტულად შეაფასა, ოპოზიციამ კი არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ დაბრუნდნენ პარლამენტში და ასევე, მოვუწოდებ მათ პარტნიორებს ევროპარლამენტში, მხარი დაუჭიროს ჩემს მოწოდებას. საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა გადაწყდეს პოლიტიკური უთანხმოებები და გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე", — აცხადებს სვენ მიქსერი.
მარინა კალიურანდის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური ბრძოლების ფსონის ამაღლების ნაცვლად, პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოში ყურადღება იმ ამოცანებზე უნდა გაამახვილონ, რაც ეხება პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, პრო-ევროპულ რეფორმებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.
"ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დამკვიდრების მიზნით. ეს განსაკუთრებით ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს", — აცხადებს კალიურანდი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.
მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები