მთავრობამ პირველი ნაბიჯი მელიას გათავისუფლებით უნდა გადადგას — საქართველოს მეგობრების ღია წერილი
საქართველოს მეგობრები, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას მოუწოდებენ, არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე იზრუნოს.
ღია წერილში იან კელი, ლუკ კოფი, მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი, უილიამ კოფი და სხვა ყოფილი ელჩები და დიპლომატები წერენ, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები არიან და მხარეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
"ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს მხარს ვუჭერდით. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს ორგანიზაციებსა და მთავრობებში პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას აქტიურად ვცდილობდით. ჩვენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაგვიხევია კონსტრუქციული კრიტიკისგან უკან არ დაგვიხვევია.
ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრისა და ლიდერის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მისი არგამოშვებით ბოლო არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარება შეუძლებელი გახდება, რისი შედეგიც ოპოზიციის ბოიკოტი იყო", — ვკითხულობთ ღია წერილში.
მათივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი საღი დემოკრატიის ნიშანი არ არის. წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ამჟამად გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული მწვავე საკითხების მოგვარებას, არამედ რეგიონში საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციასაც აზიანებს, როგორც სტაბილური პარტნიორისა და ევროატლანტიკური საზოგადოების ღირებულებების დამცველის.
"ამ მოვლენებით მხოლოდ მოსკოვია კმაყოფილი, რომელსაც საქართველოსთვის კარგი არ სურს", — აღნიშნულია წერილში.
ისინი, ასევე, ამბობენ, რომ მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის მომენტებში მათ ქვეყნებშიც დემოკრატია დგება ხოლმე გამოწვევების წინაშე, როდესაც ინსტიტუტები გამოცდის წინაშე დგებიან და ქმედებები შორდებიან იდეალებს. მაგრამ აღნიშნავენ, რომ ინსტიტუტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების წყალობით გადარჩა.
"ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა დროის საკითხია, მაგრამ ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას არ შეიძლება მოიცავდეს. არჩეულმა მთავრობებმა ამომრჩევლების მისწრაფებები უნდა განახორციელონ, თავიანთი დრო და ყურადღება მიმართონ ისეთი პოლიტიკის გატარებისკენ, რომელიც მათი კამპანიის ნაწილი იყო. არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, საარჩევნო უკანონობებთან დაკავშირებით სამართლიან და ღია სასამართლოს მიმართონ.
ასევე, დაჟინებით მოვუწოდებთ მათ [ოპოზიციას], ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ შექმნილი ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ, რათა შეძლონ მოლაპარაკება ხელისუფლებასთან იმ გამოსავალზე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ მანდატები და საქართველოს დემოკრატია გააძლიერონ. ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის განვითარებას მშვიდობიანი გზითა და კანონიერი არხების გამოყენებით, რათა გაუგებრობა გადაჭრან. მათი საერთო მიზანი უნდა მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის მიზანს გამოხატავს და, შესაბამისად, ქართველი ხალხის სრული ნდობა აქვთ, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ", — აცხადებენ საქართველოს მეგობრები.
მათივე თქმით, საქართველოს დემოკრატიამ წარსულ გამოცდებს გაუძლო. აღნიშნავენ, რომ წარსულში კრიტიკულ მომენტებში საქართველოს ლიდერები კრიზისისგან და უკიდურესი ნაბიჯებისგან უკან იხევდნენ და მათ ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა დაუშვეს. ახლა კი ამბობენ, რომ საქართველო კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტის წინაშეა, რომელსაც ზოგი ეგზისტენციალურად აფასებს.
"ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ, პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას — გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი. შედეგად მოხდება კომპრომისის მედიაციისთვის ევროკავშირის ძალისხმევის ფასილიტაცია, ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. თუ არ გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები, შესაძლოა, გაჩნდეს მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის უარყოფითი შედეგების დადგომის მოთხოვნა. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", — ვკითხულობთ ღია წერილში.
მათივე განცხადებით, ის, რაც საქართველოს საერთაშორისო უპირატესობას ანიჭებს არის მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი კეთილგანწყობა. ეს განწყობა კი არის დამსახურებული და რთულად მოპოვებული, მაგრამ — იმ გლობალური წნეხის პერიოდში, რაც გამოიწვია ეკონომიკურმა გაურკვევლობებმა და გლობალურმა პანდემიამ — ეს არ არის უსასრულო და თუ კეთილგანწყობა დაიკარგა, მისი დაბრუნება მარტივი არ იქნება.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს, არ დაკარგონ ეს განწყობილება, აჩვენონ ერთგულება დემოკრატიისა და დიალოგის მიმართ და დაიცვან ადამიანის უფლებები. როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეთავაზებები და მხარდაჭერა წარვადგინოთ, და მხარეებს კრიზისის გადაჭრაში დავეხმაროთ. თუმცა გრძელვადიანი შეთანხმება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მცდელობისა და საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერების საფუძველზე მიიღება", — წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
- იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი;
- მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი;
- ქერი კავანა, კენტუკის უნივერსიტეტი;
- ლუკ კოფი, Heritage Foundation;
- სვანტე კორნელი, Central Asia-Caucasus Institute, American Foreign Policy Council;
- უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში;
- ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი;
- პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში;
- ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი;
- ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში,;
- ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი;
- გლენ ჰოვარდი, The Jamestown Foundation;
- ტოომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი;
- ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი;
- იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში;
- დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი;
- მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი;
- თომას მელია, PEN America;
- რიჩარდ მაილსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში;
- ლორა თორნტონი, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი;
- რენდი შონემანი, Halifax International Security Forum;
- კურტ ვოლკერი, NATO-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი;
- კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები