თბილისში ონლაინ ფორუმი "ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში" ჩატარდება
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით 11 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ფორუმი, რომელიც შეეხება განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობებს. ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდას.
ფორუმზე GEFF პროგრამას წარმოადგენენ მისი ექსპერტები ანდრო ბუთხუზი, თემით "ინვესტიციები განახლებად ენერგიაში" და მურად ხარაიშვილი — "კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია". თიბისის წარმოადგენს ანა სარალიძე, გარემოსცდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მენეჯერი, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე: "თიბისის მდგრადი ფინანასირება".
მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის 35% მისი ენერგიისა წარმოებული იქნება განახლებადი წყაროებიდან. პოლიტიკის ცვლილებამ საზოგადოების მზაობაც შეცვალა განახლებადი ენერგიის გამოყენებისადმი; სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებით, მისი ღირებულებით, დაფინანსების წყაროებითა და სქემებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დადგმული მზის პანელების სადგურების 40% 2020 წელზე მოდის. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ბიზნესებს უბიძგებს, რომ შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ეძებონ. განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თემაც. ქვეყნისათვის, სადაც აგრობიზნესი განვითარებულია, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მიწის მდგრად დამუშავებაში შეუწყობს ხელს.
მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეწოდოს ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების გზების შესახებ.
ფორუმის სამიზნე აუდიტორია არის თიბისის ახლანდელი და პოტენციური კლიენტები, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, მზის ენერგიის ტექნოლოგიის მომწოდებლები, აგროსექტორში მონაწილე კომპანიები და ყველა, ვინც ზოგადად დაინტერესებულია მწვანე ეკონომიკით.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები