დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"ერთი შემთხვევა დადასტურებულია რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. მთლად იდენტური არ არის, არის გენომში ცვლილიბები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული შტამი და სხვა", — თქვა გამყრელიძემ.

მას ინფიცირებულის ასაკი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ხანდაზმული არ არის.

2020 წლის დეკემბერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოში პაციენტის რეინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა. მაშინ NCDC-ში ამას არ ადასტურებდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის კვლევა.