საქართველოს რკინიგზაში სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი, გურამ გურამიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს რელიზში აღნიშნულია, გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 - 2021 წლებში საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.