პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს. როგორც ის მთავარ არხთან აცხადებს, "შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები 4-5 მეტრის სიმაღლიდან რომ გადაცვივდებიან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა".
ის, ასევე, ამბობს, რომ არაორგანიზებული შეკრება და კრების ჩატარება ცხადყოფს, რამდენად ქაოსია დღეს ეპარქიაში. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის აზრით, მეუფე სტეფანეს მარტვილის ეპარქიაში გამწესება დიდი უსამართლობა იყო.
"ათწლეულებია უკვე ეკლესია იმართება ზნედაცემული ადამიანით, რომელმაც თავისი თავის კერპი შექმნა და წმინდანად გამოაცხადა. ის ახალისებს ძალადობას და არის ძალმომრეობით მმართველი, ცბიერი, უკანონო და უსამართლო. მორიგი უსამართლობა იყო სტეფანეს გამწესება ჭყონდიდის ეპარქიაში...
სჯულის კანონი კატეგორიულად კრძალავს უსაფუძვლოდ, ეპარქიაში წინამღძოლის გადაადგილებასა და ცვლილებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, როცა მიზეზგარეშე ეპისკოპოსს ცვლი, — ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვიდრე სინოდი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს დანიშნავდა, მას თავს, მისსავე მიზეზით დაესხნენ.
"ახლა შემატყობინეს, რომ ის [მეუფე სტეფანე] იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ადამიანი თავს დაესხა მას ქვემო სვანეთიდან და მისთვის სამართლიანად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ გამოეძიებინა საპატრიარქოს რა მოხდა, რატო აღმოჩნდა ის დაპირისპირებაში და რას ედავებოდა მას მრევლი, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, დააწინაურეს თითქოს და გაამწესეს ეპარქიაში", — აცხადებს მეუფე პეტრე.
ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტებიც.
გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოთახში, რომელიც ბევრი სასულიერო პირი დგას ოპერატორი იღებს და ჟურნალისტი შესვლას ცდილობს. ჟურნალისტს ხელზე ქაჩავენ და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ამ დროს ერთ-ერთ სასულიერო პირი ოპერატორს ხელს უშლის გადაღებაში და კამერას ხელს კრავს, რის შემდეგაც ჟურნალისტს ხელებში ახტება და მიკროფონს ართმევს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები