ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ On.ge-ს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს.

ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილით დააკავეს. პოლიცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაახლოებით 07:30 საათზე გამოჩნდა, ადგილზე იყო სპეცრაზმიც. ისინი შენობაში სხვადასხვა გზით, მათ შორის, სახურავიდან შევიდნენ, გაუშვეს გაზიც, რომლის შედეგადაც, რამდენიმა ადამიანი შეუძლოდ გახდა. ენმ-ის ოფისის პირველი სართულიდან მოქალქეების გამოყვანის შემდეგ, იქ მუშაობა შეუზღუდეს მედიასაც. მელიას დაკავების პროცესს მხოლოდ ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც თავიდანვე მასთან ერთად იმყოფებოდნენ.