ნახეთ ტრეილერი ქართული ფილმისა, რომელიც ბერლინალეზე გამარჯვებისთვის იბრძვის
მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი აღარ უჩვენებიათ. თითქმის 30-წლიანი პაუზა წელს დასრულდება: ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიანი ფილმი რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? იმ თხუთმეტ კინოსურათს შორის მოხვდა, რომლებიდანაც წელს სპეციალური ჟიური საუკეთესოს დაასახელებს.
რამდენიმე დღის წინ ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა:
ასევე ცნობილმა ონლაინგამოცემა Deadline-მა ფილმიდან წუთნახევრიანი ნაწყვეტი გაავრცელა, რომლის ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
სინოფსისის მიხედვით, რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? ლიზას და გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ქალაქ ქუთაისში ვითარდება. სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.
ფილმი ქართულ-გერმანული პროექტია და სცენარის ავტორიც რეჟისორი ალექსანდრე კობერიძეა.
ბერლინალეს წლევანდელი, 71-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამისთვის სულ 15 ფინალისტი შეირჩა და მათ შორისაა ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორის ჰონ სან სუს Introduction და თანამედროვე ფრანგი კინორეჟისორის სელინ შიამას Petite Maman. სრული სიის ხილვა შეგიძლიათ აქ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ბერლინალეზე ასევე იქნება წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება. ამ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ფილმს აჩვენებენ სექციაში "ფორუმი".
პანდემიის გამო ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები