რა ხდება პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ
ფოტო: გახარია / FB
პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით ახსნა. მეტიც — მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნება სასამართლოს დამოუკიდებლობას გვიმტკიცებდა, გახარიას გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ უთანხმოება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს უკავშირდებოდა.
ცნობები გახარიას შესაძლო გადადგომაზე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა დღევანდელი განცხადება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ვითარებას ამწვავებს პარლამენტსა და ოპოზიციაში შექმნილი დაძაბული გარემოც. მიუხედავად კრიზისისა, კონსტიტუციის მიხედვით არსებობს გარკვეული ვადები, რომელიც მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ახალი პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის.
კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, პრემიერმინისტრის გადადგომიდან ორი კვირის ვადაში, ის პარტია, რომელსაც არჩევნებში საუკეთესო შედეგი აქვს, და ეს ამ შემთხვევაში ქართული ოცნებაა, ასახელებს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, რომელმაც მთავრობა უნდა წარადგინოს. მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება სამთავრობო პროგრამაც.
პარლამენტმა მთავრობას ნდობა პრემიერმინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს და ეს ორი კვირა აითვლება პრემერმინისტრის გადადგომის მომენტიდან, ანუ დღეიდან.
პრემიერმინისტრის დანიშვნისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ახალი მთავრობა 150 დეპუტატიდან მინიმუმ 76-მა უნდა აირჩოს. ამ პროცედურის ჩავარდნის შემთხვევაში, არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა — ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურას პარლამენტი წარადგენს, რომელმაც მთავრობის წევრები უნდა დაასახელოს და სწორედ ამ შემადგენლობას უყრის კენჭს პარლამენტი. თუ ვერც ეს შესაძლებლობა იქნა გამოყენებული, გამოდის, რომ პარლამენტი მთავრობის ფორმირების ვერ ასრულებს, ამიტომ პრეზიდენტი ორკვირიანი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
მართალია, რეალურად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატი არ არის, რადგან ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, მაგრამ ფორმალურად ისინი პარლამენტის წევრებად რჩებიან, რადგან ქართულმა ოცნებამ მანდატების გაუქმებაზე უარი თქვა. ანუ ეს პროცესი ახალი მთავრობის დამტკიცებას ხელს არ შეუშლის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ოცნებას 90 დეპუტატი ჰყავს. პროცესი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს — თუ მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იქნება და კონკრეტულ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან.
კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი On.ge-სთან განმარტავს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შენარჩუნდება და დაიშლება, შედეგი რიგგარეშე არჩევნები იქნება.
"თუ პარლამენტში ნარჩუნდება მყარი საპარლამენტო უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ახალ პრემიერმინისტრს ირჩევენ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ნარჩუნდება და შიგნით იშლება — არა. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს ვიღებთ. ეს არის ორი შესაძლებლობა, რომელიც არსებობს კონსტიტუციურად და ორი ზოგადი პოლიტიკური სცენარი შინაარსობრივად", — ამბობს დავით ზედელაშვილი.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა დღესაა დაგეგმილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნებისგან 2012 წლიდან წარდგენილმა ყველა პრემიერმინისტრმა თანამდებობა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმაც. ყველაზე მეტხანს, სამი წლის განმავლობაში, ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი იყო. ყოფილი პრემიერმინისტრებიდან მმართველ გუნდში მხოლოდ ერთი — ირაკლი ღარიბაშვილი დარჩა, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრის პოსტზეა. ის ჯერ გადადგა, მოგვიანებით კი პარტიაში დაბრუნდა. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინეს. ჯერჯერობით უცნობია გიორგი გახარიას სამომავლო გეგმები — არ ვიცით არც ის, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დარჩენას.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები