სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებს საკრებულოს წევრის კომპანია იგებს — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ცნობით, სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია — შპს დაგიმ 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე, მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი, 6 779 143 ლარი შეადგინა.
TI-ს ინფორმაციით, დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია ქართული ოცნებიდან 2017 წელს გახდა. იგი შპს დაგის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. დაგი სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე, სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა.
"შპს დაგის 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
TI-ში აღნიშნავენ, რომ დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს დაგი.
მათივე თქმით, შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3 301 213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2 635 441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს დაგიმ 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში (კონტრაქტების ჯამური ღირებულება — 1 570 154 ლარი).
"22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია. შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო (ხელშეკრულებების ღირებულება — 1 065 287 ლარი)", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, შპს დაგის ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებენ, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები