დღეს, 10 თებერვლას,17:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები ენგურის ხიდთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორის, ევროპული საქართველოს ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, მათი მიზანია ყურადღების გამახვილება ამ საკითხზე, რათა ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოგვარებისკენ.

"ჩვენი მიზანია, პირველ რიგში ირაკლი ბებუას მხარდაჭერა, რომელიც არის ახლა სოხუმში, აფხაზეთში. მერე — ყურადღების გამახვილება ამ თემაზე. იმიტომ, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არ საუბრობს ამ თემაზე, არ მოქმედებს და მხოლოდ იმ თემებზე უწევს ხოლმე გამოძრავება, რომელზეც საზოგადოებრივი ყურადღება არის.

ეს ხომ ჰუმანიტარული პრობლემაა, საერთაშორისო სამართლის საკითხია. ძალიან ბევრი ადამიანია საოკუპაციო რეჟიმების მსხვერპლი. ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მათ შორის, ხელისუფლების ამოქმედების მიზნით", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ On.ge-სთან საუბარში.

ირაკლი ბებუა გასული წლის 30 სექტემბერს, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს. მან ამ ფორმით გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში სწორედ 30 სექტემბერს აღნიშნავენ.

გაიგეთ მეტი: