იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია იმართება
იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია იმართება, ისინი იუსტიციის სახლის მიერ ირაკლი აბუსერიძისთვის უფლებამოსილების ცნობას ითხოვენ.
"ინფორმაცია გვაქვს პირდაპირი შიგნიდან, სარწმუნო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უეჭველი აპირებენ ამის [აბუსერიძისთვის უფლებამოსულების ცნობის] დახარვეზებას. ვერ ვიპოვეთ სამართალი და იმიტომაც შევრკიბეთ მთელი რაგბის სამყარო. აქ არიან საქართველოს ჩემპიონატებში მოთამაშე მორაგბეების 90%. ყველა ის კლუბია, ვინც ირაკლის მხარი და დაუჭირა და ვინც არც დაუჭირა. [...] არ ვიცი ახლა ამ ქვეყანას ვინ მართავს, უკვე ეჭვებში ვართ. იქ კობახიძის მამა ერევა, უხეშად არღვევს [...] ვადაგასულ გამგეობაში წევრი არის ძველი გამგეობის, იყენებს თავისი შვილის გავლენებს ბოროტად, პირდაპირ ვიტყვი, რადგან მაგის მტკიცებულებებიც გვაქვს და აბულინგებს დანარჩენ გამგეობის წევრებს", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მთავარ არხთან საუბარში.
მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის განცხადებით, ლეგიტიმურად დამტკიცებულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს უნდა უცნონ უფლებამოსულება და უცხო ძალები არ უნდა ჩაერიონ რაგბის ავტონომიაში.
"მოლოდინი, ბევრჯერ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, არ არის. მთლად დადებით პასუხს არ ველოდებით. ზუსტად ეს აქცია მაგას ემსახურება, რომ მაგის პრევენცია მოვახდინოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ და მთავარი მესიჯი გავუგზავნოთ იმ ადამიანებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც უხეშად ერევიან რაგბის ავტონომიაში და მე ვფიქრობ, რომ ეყოფათ გონიერება და შეწყვეტენ და შორს [დაიჭერენ] ხელებს რაგბიდან. უსამართლობას არ შევეგუებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ [..] ყველა ერთ აზრზეა, ყველას უნდა, რომ ლეგიტიმურად დამტკიცებულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს მიეცეს ლეგიტიმაცია და იუსტიციის სახლმა შეწყვიტოს ეს მანიპულაციები", — განაცხადა ხარაზიშვილმა.
2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა რამდენჯერმე გადაიდო. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის განცხადებით, 30 დეკემბრის არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა აიღო, ხოლო გოჩა სვანიძემ — 10 ხმა.
აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა ის ამბობს რომ რაგბის კავშირის არჩევნები არასწორად ჩატარდა და ხელახლა უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები