დოკუმენტი, რომელიც დღეს მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა — მდინარაძე
ქართული ოცნების წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღიაა.
"დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოეწერა დღეს 2 პარტიის მხრიდან არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ შეუწდებათ უფლებამოსილება და მათ აქვთ საშუალება, რომ შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს", — განაცხადა მდინარაძემ.
დღეს პარტია მოქალაქეების ლიდერები ქართულ ოცნებას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მმართველ პარტიასთან შეთანხმდნენ და როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
პარტია მოქალაქეების ლიდერები არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს აქამდეც შეხვდნენ. ელისაშვილის განმარტებით, მათ სურდათ გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას. მისი თქმით, დეტალურად განიხილეს ოთხივე პუნქტი, რასაც ჯერ კიდევ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებისას ითხოვდნენ. მაშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ, ქართულ ოცნებასა და მოქალაქებს შორის შეთანხმება შედგება. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მოქალაქეების ლიდერებს პოლიტპატიმრებზე არ ესაუბრნენ.
გუშინ, 28 იანვარს, კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერს ცვლის, რადგან მათთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარლამენტში შესასვლელად. მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში არ შევა, რადგან საარჩევნო საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები