პირობების გაუმჯობესებისთვის Glovo-ს კურიერები საპროტესტო აქციას აწყობენ
გლოვოს კურიერები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას აწყობენ. კომპანიის სათაო ოფისის წინ ათეულობით კურიერია შეკრებილი და მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს.
კურიერები მომსახურების ტარიფის გაზრდას, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირებასა და ბონუსების სისტემის შეცვლას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი კომპანიის მხრიდან დამოკიდებულებითაც უკმაყოფილოები არიან.
გლოვოს კურიერებს შეკვეთისთვის ფიქსირებული 2 ლარი აქვთ, ხოლო ყოველ დამატებით კილომეტრზე 25 თეთრს იღებენ. რაც შეეხება ბონუსების სისტემას, კურიერები ამბობენ, რომ ამისთვის არარეალური რაოდენობის — 180 შეკვეთა უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ცუდ ამინდში მომსახურების დანამატს ხშირად ვერ იღებენ.
როგორც ერთ-ერთი კურიერი აცხადებს ნეტგაზეთთან, ხშირად მომხმარებლის მიერ დატოვებულ ჩაისაც აკლებენ.
"დიღომში რომ გამიუქმდეს შეკვეთა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით, მიწევს მოვიტანო [შეკვეთა] ასათიანზე ჩემი ხარჯით, და თუ ვერ მოვასწარი მე მეწერება", — აღნიშნა კურიერმა.
აქციის პარლალელურად კურიერების ნაწილს შეხვედრა ჰქონდა გლოვოს წარმომადგენლებთან. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა თქვეს, კომპანიამ პირობების გაუმჯობესებისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ბევრისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, კომპანიისთვის ვადები აქამდეც მიუციათ, თუმცა არაფერი შეცვლილა.
მოგვიანებით კურიერებთან გლოვოს წარმომადგენელიც გავიდა და განუცხადა, რომ 10 თებერვალს ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც ყველა პრობლემას განიხილავენ და მათზე იმუშავებენ.
"საუბრით გადაწყდა, რომ კიდევ უნდა ვისაუბროთ?" — ისმოდა შეძახილი. კურიერები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას ახლა ითხოვენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები