EMC ბუკნარის მოვლენებს აჯამებს და რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვს
ფოტო: On.ge
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, 12-15 იანვარს მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს და მსგავსი კონფლიქტების წარმოქმნის ანალიზსა და სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
კონფლიქტამდე
ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა დაახლოებით 50-70 წლის წინ გადასახლდა. EMC ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სოფელში ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის თანაფარდობა თითქმის თანაბარია. ისინი სოფელში შერეულად ცხოვრობენ და გეოგრაფიულად ერთმანეთისგან არ არიან გამიჯნული. თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის კონკრეტულ უბნებს აჭარლების მხარედ მოიხსენიებს. EMC-ის შეფასებით, სოფელში მეტ-ნაკლებად მსგავსი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ოჯახები ცხოვრობენ, თუმცა, ორივე ჯგუფი მეორე მხარეს უფრო პრივილეგირებულად ან შეძლებულად მიიჩნევს.
კონფლიქტის დაწყებამდე რომ აქტიური და მხარდამჭერი ურთიერთობები იყო სოფლის ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის, ამის შესახებ სოფლის მოსახლეობა ჟურნალისტებთანაც აქტიურად საუბრობდა. EMC წერს დღესასწაულების კოლექტიურად აღნიშვნისა და სოციალური მხარდაჭერის მაგალითებზე.
"მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობაც აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა სოფელში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, მუსლიმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქრისტიან მრევლს ეკლესიის მშენებლობაში", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამის მიუხედავად, EMC-ის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ საუბრებში მოსახლეობა ერთმანეთისგან გაუცხოვებაზეც საუბრობს.
"ერთ-ერთი ქრისტიანი ქალი აღნიშნავს, მუსლიმები ჩვენს სოფელში საკუთარ მიცვალებულებს არ ასვენებენ და სოფელში სასაფლაოს მოწყობა არ უნდათო. ერთ-ერთი ადგილობრივი მუსლიმის თანახმად, აქამდე არსებული მეგობრობაც და თანაცხოვრებაც ქრისტიანების უპირატესობის აღიარებასა და მუსლიმების სიჩუმეზე იყო აგებული", — ვკითხულობთ EMC-ის დოკუმენტში.
მუსლიმების სალოცავი სივრცის საჭიროება
EMC ამბობს, რომ ბუკნარში მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი 2012 წელს დაიწყო — სოფლის მუსლიმმა მოსახლეობამ ამ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მიმართა და თანასოფლელი ქრისტიანების აზრითაც დაინტერესდა.
"მართლმადიდებელი თემი მეჩეთის მშენებლობას მაშინვე შეეწინააღმდეგა იმ მოტივით, რომ ბუკნარი "ქრისტიანული მიწა" იყო და დაუშვებელი იყო აქ ისლამური სალოცავის გახსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება იმ დროს არ მიიღო და მუსლიმი თემი ოფიციალური პასუხის გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, მუსლიმმა თემმა მაშინ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობაზე და ლოცვა კვლავ საკუთარ სახლებში ინდივიდუალურად განაგრძო", — ვკითხულობთ EMC-ის დოკუმენტში.
2020 წელს მუსლიმმა თემმა კვლავ გადაწყვიტა სალოცავი სივრცის მოწყობა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რადგან მათ არ სურდათ მართლმადიდებელი მეზობლების სურვილს შეწინააღმდეგებოდნენ, მეჩეთის ნაცვლად, სოფლის ცენტრიდან მოშორებით, კერძო საცხოვრებელი სახლი შეიძინეს და იქ მოაწყვეს სალოცავი. კონფლიქტამდე, 7 თვის განმავლობაში ისინი სწორედ ამ შენობაში იკრიბებოდნენ პარასკევობით, ჯუმა ლოცვის კოლექტიური რიტუალის შესასრულებლად.
15 იანვარს, შეთანხმების დღეს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა On.ge-სთან საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მათმა მუსლიმმა მეზობლებმა სალოცავი სივრცის მოწყობამდე აზრი არ ჰკითხეს. მათი ნაწილი ეჭვობდა, რომ შესაძლოა მომავალში სოფელში მეჩეთის მშენებლობა და მინარეთის დადგმა გადაწყვიტონ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. "ლოცვას არავინ უშლით" — ამ ფრაზას ხშირად იმეორებდნენ On.ge-სთან საუბარში. იმას, რომ თანასოფლელი მართლმადიდებლებისთვის სალოცავი სივრცის მოწყობის საკითხი არ შეუთანხმებიათ, მუსლიმი თემის წარმომადგენლები EMC-ის უდასტურებენ, მაგრამ, უარყოფენ ჭორებს, რომ გეგმავდნენ მეჩეთის ან მინარეთის აშენებას. ასევე, უარყოფენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სალოცავი სივრცე თურქეთს მხარდაჭერით მოაწყვეს. მათი თქმით, საჭირო თანხა თავად შეაგროვეს.
კონფლიქტი
ადგილობრივების მონათხრობის მიხედვით, EMC-მ დაასკვნა, რომ სიტუაცია ბუკნარში 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ სოფელში მეჩეთის მშენებლობა იგეგმებოდა. მუსლიმი თემის უარყოფის მიუხედავად, დაძაბულობა გრძელდებოდა, რაც რამდენჯერმე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებამ პიკს 12 იანვარს მიაღწია, როცა ფიზიკურ დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. EMC-ის წარმომადგენლებს ამ ფაქტს განსხვავებულად უყვებიან ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები.
მუსლიმი თემის ინფორმაციით, მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა (რომლის წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება შსს-მ) თავში ქვა ჩაარტყა ორ მუსლიმს, მათ შორის, არასრულწლოვანს. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლების თქმით, მუსლიმი თემის წარმომადგენლის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ამის შემდეგ, შემთხვევის ადგილას სხვა მუსლიმები მივიდნენ და მართლმადიდებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაშველების დროს, ერთ-ერთი მუსლიმი ფიზიკურად შეეხო მართლმადიდებელ ქალს, რამაც მართლმადიდებელი კაცი გააღიზიანა და რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა ქვა.
"მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ქართველობის მტკიცებით", — ვკითხულობთ EMC-ის დოკუმენტში.
2020 წლის დეკემებრიდან, ერთი თვის განმავლობაში ბუკნარის მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების შუამავლობით მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ვერ შეძლეს კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მედიაში გავრცელდა, პროცესში სასულიერო პირები და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ, 15 იანვარს, ბუკნარის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტარები — ვასილ ჩიგოგიძე (გურიის მაჟორიტარი) და ნინო წილოსანი, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და სოფლის როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი თემის 10-10 წარმომადგენელი ესწრებოდა.
განმარტებებისა და თანაცხოვრების გამოცდილების ემოციური გაზიარების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი ამოიწურა და მეზობლები მშვიდობიან თანაცხოვრებას განაგრძობდნენ.
EMC-ის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბუკნარში განვითრებული მოვლენები არ არის მუსლიმი თემის შევიწროების პირველი შემთხვევა და ჩამოთვლის მსგავსი დაპირისპირებების სხვა შემთხვევებს: ნიგვზიანი (2012), წინწყარო (2013), სამთაწყარო (2013), ჭელა (2013), ციხისძირი (2013), ქობულეთი (2014), მოხე (2014) და ადიგენი (2016).
"ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონფლიქტი ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ თემებში მულტი-რელიგიურ-ეთნიკურ თემებში ხდებოდა, სადაც მეზობელ თემებს თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია სუსტი აქვთ. ამასთანავე, კონფლიქტები ძირითადად ხელისუფლების ტრანზიციის ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან ახალი პოლიტიკური რეალობისა და დაპირებების განსხვავებულ წარმოდგენებს უკავშირდებოდა", — აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო პოლიტიკური და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ბუკნარის შემთხვევაში სახელმწფოს ჩართულობა უფრო აქტიური იყო.
"სახელმწიფო ამ პრობლემას სტრუქტურული ცვლილებებით უნდა დაუპირისპირდეს და არა მხოლოდ ერთჯერადი პოლიტიკური და რეპრესიული მიდგომებით", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC ჩამოთვლის, რა შეიძლება გაკეთდეს ბუკნარისა და სხვა მსგავსი კონფლიქტების განეიტრალებისა და თავიდან აცილებისთვის:
- მულტიკულტურული პროგრამების დანერგვა სკოლაში;
- მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია;
- სოფელში კულტურული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მულტიკულტურული პროგრამების განხორციელება;
- დისკრიმინაციის გამოცდილების მქონე ადამიანებთან სოციალური მუშაკების მუშაობა;
- მუსლიმი და ქრისტიანი თემების ერთობლივი ჩართულობით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
- ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თანასწორობისა და სეკულარული პოლიტიკის გატარება.
EMC აკრიტიკებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სააგენტოს არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგები ბუკნარის კონფლიქტშიც გამოიკვეთა. მეტიც, მათი თქმით, ამ კონფლიქტის მედიაციაში სააგენტოს როლი არ ჩანს.
"მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს", — აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს დაფუძნების (2014 წ.) შემდეგ რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებული არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა.
"ამის საწინააღმდეგოდ, მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
რეკომენდაციები
EMC საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელთა შორისაა:
- გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;
- დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შუწყობს ხელს;
- განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შესაქმნელად და აღნიშნული პროგრამები პირველ რიგში კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემების სკოლებში დანერგოს;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და სათანადო რეაგირების გაიდლაინი. ასევე, გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.
EMC-ში აღნიშნავენ, რომ ეს შეფასებები და რეკომენდაციები 14-15 იანვარს მიმდინარე მოვლენების უშუალო დაკვირვებასა და სოფლის როგორც ქრისტიან, ის მუსლიმ მცხოვრებლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. დოკუმენტი სრულად ნახეთ ბმულზე — emc.org.ge
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები