66 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. ინფორმაცია On.ge-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

ის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორიც იყო. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მას საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით დიდი დამსახურება მიუძღვის.

მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია გახლდათ.