თქვენ, ბატონო ალეკო, ბრძანდებით მატყუარა — ხაზარაძესა და ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ღამის კურიერის ეთერში ლელოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ხაზარაძემ უარყო ელისაშვილის განცხადება იმაზე, რომ ოპოზიციის დახურულ შეხვედრაზე მის კითხვაზე, რა ხდება მეორე სცენარში, უპასუხა: "ომია, ძმაო, და რაღაც იქნება".
"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როცა დახურულ შეხვედრაზე ინფორმაცია, სადაც უამრავი ადამიანი ესწრება, გადის დამახინჯებულად. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა", — განაცხადა ხაზარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სირცხვილია იმ ინფორმაციის გატანა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
"ჩვენ რამეზე შევთანხმდით? ქურდული გარჩევა გვქონდა, თუ პირადი საუბარი გვქონდა? იქ გვქონდა ჩვეულებრივი... ერთადერთი რასაც ვნანობ, რომ მაშინვე არ ჩავრთეთ ყველაფერი პირდაპირ ეთერში. უნდა ხალხმა იცოდეს, ხალხის ზურგს უკან რაზე ვლაპარაკობდით. ისიც უხერხულია, რომ ჩემს სიტყვებს, რომ არ გვილაპარაკია... რა არ გვილაპარაკია, იმდენი ხალხი ვიყავით და ზუსტად მასე მითხარი", — თქვა ელისაშვილმა და ამტკიცებდა, რომ ხაზარაძეს მაშინ უთხრა, რომ ნებისმიერ ომში გაყვებოდა.
პასუხად ხაზარაძემ მოქალაქეების ლიდერს მატყუარა უწოდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
"ძალიან ვერიდებოდი ამ შეფასებას, რაც ახლა მინდა ვთქვა, მგონი ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, თქვენ, ბატონო ალეკო, ბრძანდებით მატყუარა", — განაცხადა მან, რასაც მოყვა ელისაშვილის რეპლიკა: "ცოტა სიტყვები შეარჩიე".
ამის შემდეგ პოლიტიკოსებმა ერთმანეთს "ავანტიურისტი" და "ხალხის მყვლეფავი უწოდეს" და ყვირილზე გადავიდნენ. ელისაშვილმა კამათისას ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებასთან ცალკეულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა, რასაც ხაზარიძემ მეორე ტყუილი უწოდა და დამტკიცება მოითხოვა.
ხაზარაძემ ელისაშვილს ოპოზიციურ შეხვედრებზე მისვლა აუკრძალა, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას არ შეეკითხებოდა და წარსულში, ბიზნესმენობის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
"ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო? ალეკო ვარ ელისაშვილი", — ასე უპასუხა მან ხაზარაძის მიმართვას: "დამანახეთ ეს არარაობა".
პოლიტიკოსები სკამებიდან წამოდგნენ, მათ შორის ტელეწამყვანები, დაცვის წევრი და გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ჩადგნენ, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.
ელისაშვილმა ყვირილი და ხაზარაძის კრიტიკა გააგრძელა. ეთერი სარეკლამო ჭრით შეწყდა, რის შემდეგაც სდუტიაში მხოლოდ ელისაშვილი და ხვიჩია დაბრუნდნენ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები