25 ხრიკი, რომელიც გამოცდების ჩაბარებაში დაგეხმარებათ
12 წლის განმავლობაში სკოლაში უამრავ ტესტს, საკონტროლოსა და გამოცდას ვწერთ. ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას ყველას გვგონია, რომ ტანჯვა სრულდება, საოცნებო ცხოვრებაში შევაბიჯებთ და ამიერიდან მხოლოდ გართობაზე ფიქრი მოგვიწევს, თუმცა ხელთ გადათენებული ღამეები და ახალი გამოცდების მთელი კასკადი გვრჩება: ქვიზები, შუალედურები, ფინალურები, ფინალურების გადაბარებები და "ის ერთი ქულა" სულ მცირე, ოთხი წლის განმავლობაში "გვებედება". გამოცდებს ვერც სამსახურის დაწყებისას თუ ახალ პოზიციაზე გადასვლისას ვირიდებთ თავიდან. ერთი სიტყვით, ვიბადებით, გამოცდებს ვაბარებთ და ვკვდებით. მათთან გასამკლავებლად კი უამრავ ღამეს ვათენებთ და ათასგვარ ხერხს ვიყენებთ.
არ აქვს მნიშვნელობა, სკოლაში გაქვს გამოცდა, ეროვნულებისთვის ემზადები თუ ფინალურამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ეს 25 ხრიკი გამოცდის ჩაბარებაში აუცილებლად დაგეხმარება.
1. იმეცადინე ყოველდღე ცოტ-ცოტა ხანი, განსაკუთრებით თუ საქმე უცხო ენებს ეხება
ვიცით, ამ "ხრიკს" აქ არ ელოდი, მაგრამ დღეში 20 წუთის გამონახვა არც ისე რთული საქმეა. შედეგს გამოცდაზე იგრძნობ.
2. გააკეთე მოკლე ჩანაწერები ფურცელზე ან აპლიკაციაში Quizlet და გამოცდამდე თვალი გადაავლე
3. განსაზღვრე და გაანაწილე დავალების შესრულების დრო. ასე გამოცდის წინა ღამის გათენებას გადაურჩები
4. მეცადინეობის დაწყებამდე შეამოწმე შენი ცოდნა ტესტებით და გაიგე, რას უნდა დაუთმო მეტი დრო
5. გამოიყენე აპლიკაციები, რომლებიც ყურადღების გაფანტვის საშუალებას არ მოგცემს
ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა Forest, რომლის დახმარებით ვირტუალურ ხეს ზრდი. ხე თავისით, მეცადინეობის ან საქმის კეთების პარალელურად "იზრდება", თუმცა ის მაშინვე კვდება, როგორც კი შავ სიაში არსებული აპლიკაციებიდან რომელიმეს გახსნი. რაც მთავარია, აპლიკაციის გამოყენებით ნამდვილი ხეების დარგვაშიც იღებ მონაწილეობას. აპლიკაციაში დახარჯულ ვირტუალურ მონეტებს Forest-ის გუნდი პარტნიორებს ურიცხავს. ისინი კი ხეებს რგავენ.
6. გამოიყენე პომოდოროს ტექნიკა პროდუქტიულობისთვის
პომოდოროს ტექნიკა დროის მართვის მეთოდია, რომელიც წამზომის დახმარებით შესასრულებელი საქმის დროის ინტერვალებით დაყოფას მოიაზრებს. როგორც წესი, ის 25-წუთიან ინტერვალებს მოიცავს. ყოველი 25 წუთის შემდეგ კი 3-5 წუთით ისვენებ. თითოეულ ინტერვალს პომოდოროს უწოდებენ (პომიდვრის იტალიური შესატყვისი), რადგან ამ ტექნიკის გამომგონებელი პომიდვრის ფორმის წამზომს იყენებდა. ოთხი პომოდოროს "დაგროვების" შემდეგ კი შეგიძლია უფრო ხანგრძლივი, 15-30-წუთიანი დასვენებით გაანებივრო საკუთარი თავი.
7. გადაწერე კონსპექტები ერთხელ ან რამდენჯერმე
როგორც ამბობენ, რაც უფრო ხშირად დაწერ რაიმეს, მით უფრო მარტივად დაიმახსოვრებო, ასე რომ, თუ დრო გაქვს, შეგიძლია ეს მეთოდიც მოსინჯო.
8. და გადაიკითხე ეს კონსპექტები ძილის წინ
9. მოუყევი და ასწავლე მასალა ნებისმიერ ვინმეს, ვინც მოგისმენს
თუნდაც სათამაშოებს, ან კედელს.
10. და გადმოეცი ეს ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე
თუ რაიმე მოვლენის ან ისტორიული ფაქტის დამახოვრებას ცდილობ, მოუყვევი ის სახალისო, ნაკლებად მოსაწყენი ენით ოჯახის წევრს, კატას ან პატარა ბავშვს.
11. გამოიყენე თეთრი ხმაური შემაწუხებელი ხმების დასახშობად
თეთრი ხმაური სხვადასხვა სიხშირის ხმის შერევით მიიღება და სხვა ხმაურს ნიღბავს. სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ თეთრი ხმაური (კონკრეტულად შიშინის ხმა) კონცენტრაციასა და ინფორმაციის ადვილად დამახსოვრებაში, ისევე, როგორც უკეთ დაძინებაში გვეხმარება.
12. ან მოუსმინე კლასიკურ მუსიკას, რომელიც ყურადღებასაც არ გაგიფანტავს და მოტივაციასაც აგიმაღლებს
13. წაახალისე საკუთარი თავი ტკბილეულით ან სხვა სახის ჯილდოთი
თითო საკითხის სწავლის შემდეგ შეგიძლია საკუთარ თავს ერთი ჟელიბონი უსახსოვრო.
14. ან თავად სწავლის პროცესი გაახალისე
ვიცით, სწავლის პროცესი და სიხალისე შეუთავსებლად ჟღერს, მაგრამ საკუთარი თავის ისტორიულ ფიგურად წარმოდგენა ან ტექსტების ხმამაღლა, დრამატულად კითხვა შეიძლება მრავალთაგან ის გზები იყოს, რომლითაც სასწავლ მასალას ადვილად დაიმახსოვრებ.
15. იმღერე ტექსტი, რომელსაც ვერ იმახსოვრებ
ისეთი ფრაზა, როგორიცაა "2-ჰიდროქსიპროპანი-1,2,3-ტრიარბოქსიქსიდის მჟავა" ან უბრალოდ, ნებისმიერი საზეპირო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან შეგიძლია სიმღერად აქციო — მოუფიქრო მელოდია და იღიღინო იმდენხანს, სანამ ტექსტი უცნაურად აღარ მოგეჩვენება.
16. ან უბრალოდ ხმამაღლა გაიმეორე რამდენჯერმე
17. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ გვერდში მოაქციე და რამდენჯერმე გადაწერე
18. ან დაანაწევრე ინფორმაცია ისე, რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს
გრძელი ტექსტების აბზაცებად დაყოფა და მათი გადაწერა ან რამდენჯერმე წაკითხვა ერთ-ერთი ხრიკია, რომელიც ნამდვილად მუშაობს.
19. სცადე სიტყვების ან ცნებების დამახსოვრების სხვადასხვა ხერხი
მაგალითად, გამოიყენე მნემონიკური მეთოდები, რომლითაც ახალ ინფორმაციას უკვე ნაცნობ მასალასთან ასოციაციურად დააკავშირებ. ეს შეიძლება იყოს სიტყვის ან მოვლენის რაიმე ადგილის მიხედვით დამახსოვრება, ციფრების სიტყვებთან გარითმვა და სხვა.
20. შექმენი "მეხსიერების სასახლე"
"მეხსიერების სასახლე" ემყარება მოსაზრებას, რომლის მიხედვით მახსოვრობა უკეთ ინახავს მოგონებებს სივრცეებისა და ლოკაციების შესახებ, ვიდრე კონკრეტული სიტყვებსია და საგნების შესახებ. ერთ-ერთი დაკვირვების თანახმად, ადამიანები მარტივად იხსენებენ, სად ინახავენ სხვადასხვა საგანს — საშობაო დეკორაციებს თუ საკანცელარიო ნივთებს. ეს კი რთულად დასამახსოვრებელ სავარჯიშოებში შეგვიძლია გადმოვიტანოთ.
მაგალითად, საყიდელი პროდუქტების სია უფრო ადვილად დაგამახსოვრდებათ, თუ წარმოიდგენთ, სად მიუჩენდით ამ პროდუქტებს თქვენს სახლში ადგილს. ეს პრინციპი შეიძლება სასწავლო მასალასაც მოარგოთ, მაგალითად, მისი დახმარებით შეიძლება უცხო ენის მეცადინეობისას სიტყვები დაიმახსოვროთ.
21. მეტი ორგანიზებულობისთვის ჩამოწერე გასაკეთებელი საქმეების სია და დღის გეგმა
22. ან კონსპექტებს გაუკეთე სარჩევი, რომ ადვილად მიაგნო სასურველ მასალას
23. ჩაიწერე ლექციები ვიდეოზე ან ხმის ჩამწერით
ოღონდ ჩაწერაზე თანხმობა აიღე ლექტორისგან და შემდეგ გამოცდისთვის მეცადინეობისას მოუსმინე. ოღონდ, მართლა მოუსმინე!
24. გაცვალე ინფორმაცია თანაკურსელებთან
გამოცდის წინა დღეს თანაკურსელებთან შეხვედრა და მასალის ერთად გადამეორება კარგი გზაა ყველაფრის გასახსენებლად (ოღონდ ალკოჰოლს ნუ მიეტანებით).
25. იმეცადინე ისეთ დროს, როცა არავინაა შენთან ახლოს ან ონლაინ
ყურადღება მოიკრიბე და არ ჩაგეძინოს!
და რაც მთავარია, ჩვენ შენი გვჯერა!
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები