ქარიშხალმა ფილომენამ ესპანეთის ნაწილი თოვლით დაფარა. BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი მადრიდია, სადაც ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო გზები ჩაიკეტა. გარდა ამისა, დაიკეტა ქალაქის აეროპორტიც.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ბოლო 40 წლის განმავლობაში მადრიდში ყველაზე ძლიერი თოვაა. პარასკევს საღამოს რამდენიმე ავტომობილი დედაქალაქის სიახლოვეს გზატკეცილზე ჩაიკეტა. მძღოლების დასახმარებლად მაშველები მივიდნენ, ხოლო ზოგიერთი გზის გასაწმენდად სამხედროები გამოიძახეს. გარდა ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს რომ არასაჭირო მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters